workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ოქროს ბურთი” აუცილებლად “ბარსელონაში” დარჩება

“ოქროს ბურთი” აუცილებლად “ბარსელონაში” დარჩება

რამდენიმე წუთის წინ, ცნობილი გახდა იმ 3 ფეხბურთელის ვინაობა, რომლებიც ფიფას “ოქროს ბურთისთვის” ბრძოლას განაგრძობენ. ჩვენთვის სასიხარულოდ, 2010 წელს, “ოქროს ბურთს” აუცილებლად “ბარსას” ფეხბურთელი მიიღებს, რადგან დარჩენილი სამივე კანდიდატიდან ყველა კატალონიურ კლუბში თამაშობს. სპეციალურად მოწვეულ პრეს-კონფერენციაზე, ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა, ჟან-პიერ პაპენმა ოფიციალური ინფორმაცია გააჟღერა და განაცხადა, რომ “ოქროს ბურთისთვის” ბრძოლას ანდრეს ინიესტა, ჩავი და ლიონელ მესი განაგრძობენ.

როგორც ხედავთ, La Gazzetta dello Sport-ის მიერ გუშინ გავრცელებული ცნობა სიმართლისგან შორს არ ყოფილა. იტალიური წყაროს ცნობით, პირველ ადგილზე ინიესტა უნდა გავიდეს, მეორეზე ჩავი, ხოლო მესამეზე მესი. ადგილების გადანაწილების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია 2011 წლის 10 იანვარს გახდება ცნობილი. მანამდე კი, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ უმთავრეს პერსონალურ ჩილდოს ინიესტა, ჩავი ან მესი მიიღებენ.

ცნობილი გახდა ასევე იმ 3 მწვრთნელის ვინაობაც, რომლებიც 2010 წლის საუკეთესო მწვრთნელის ტიტულისთვის იბრძოლებენ. ესენი არიან – ხოსეპ გვარდიოლა, ჟოზე მოურინიო და ვისენტე დელ ბოსკე.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward