workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლუის ენრიკე: “გუნდს უდიდესი ამბიცია აქვს”

ლუის ენრიკე: “გუნდს უდიდესი ამბიცია აქვს”

ლუის ენრიკეს თქმით გუნდი ახალ სეზონს უდიდესი ამბიციით იწყებს და “კამპ ნოუზე” გამართულ მატჩში, საკუთარი ფეხბურთელების თამაშის დონით ძალიან ბედნიერია.

გამპერის თასზე “სამპდორიის” დამარცხების შემდეგ, ლუის ენრიკემ განაცხადა:

“მე ვხედავ გუნდს უდიდესი ამბიციებით. რა თქმა უნდა, არის თამაშის ასპექტები, რომლებიც უნდა გავაუმჯობესოთ, თუმცა ჩვენთან თამაში ყველას გაუჭირდება.”

“ბედნიერი ვარ თამაშების განაწილებით, მთავარია როგორ მოვახერხებთ, რომ მათ გავუმკლავდეთ.”

ხუან გამპერის თამაშზე ასტურიელმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:

“თითქმის ყველაფერი მომეწონა, მიუხედავად იმისა, რომ “სამპდორია” ძალიან კარგად გამოიყურებოდა და კარგ პრესინგს გვთავაზობდა. ნებისმიერი სხვა გუნდი ალბათ დიდი ანგარიშით განადგურდებოდა, მათ კი ბოლომდე გაგვიძლეს და მოგება ძალიან გაგვიჭირდა. ძალიან რთულია მხოლოდ რამდენიმე ვარჯიშის შემდეგ “კამპ ნოუზე” გამოხვიდე და ითამაშო, თუმცა ჩვენმა ახალწვეულებმა შესანიშნავად გაართვეს ამ დავალებას თავი.”

“ერთადერთი, რაც მაღელვებს ფეხბურთელების ფიზიკური მზადყოფნაა. ჩვენ დრო გვჭირდება რათა ფორმაში ბოლომდე შევიდეთ და ჩვენი მაქსიმუმი ვაჩვენოთ. წელს განსაკუთრებული პრე-სეზონი გვქონდა, რადგან ფეხბურთელების ნაწილმა რამდენიმე დღის წინ დაიწყო ვარჯიში გახანგრძლივებული შვებულების გამო, შესაბამისად ისინი ბოლომდე მზად არ არიან.”

მან რამდენიმე ფეხბურთელზეც გააკეთა კომენტარი:

“დინი ძალიან კარგი იყო. ის ფიზიკურად ძალიან ძლიერია. რაც შეეხება თურანს, მას შეუძლია სხვადასხვა პოზიციებზე თამაში. ბურთი არ დაუკარგავს და ძალიან ახლოს იყო გოლის გატანასთანაც.”

კომენტარი მეკარეებზეც გააკეთა:

“დებატები მეკარეებთან დაკავშირებით არ წყდება. მე ამ საკითხს სხვაგვარად ვუდგები და ბოლომდე ასე გავაგრძელებ, ვათამაშებ იმას რომელსაც საჭიროდ ჩავთვლი.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward