გუშინ ჩვენ, ყველამ კარგად დავინახეთ, რომ “ბარსას” შეჩერება არაფერს შეუძლია. პამპლონაში სტუმრობით “ბარსამ” სტარტიდან ზედიზედ მეშვიდე გასვლით მატჩში მოახერხა გამარჯვების მოპოვება. “რეინო დე ნავარაზე” შეკრებილმა პუბლიკამ გუშინ 3 უპასუხო გოლი იხილა…
მესისა და პედროს მიერ გატანილმა გოლებმა გუშინდელი დღე ფეხბურთელებს ცოტათი შეუმსუბუქეს. მოგეხსენებათ “ბარსას” პამპლონაში ჩასვლა მატარებლით მოუწია, რადგანაც ესპანეთში ავიადისპეჩერების გაფიცვა იყო. ამ ყველაფრისდა მიუხედავად, საკუთარ მოდანზე დაუმარცხებელი “ოსასუნა” დამარცხდა. დამარცხდა მსოფლიოს საუკეთესო კლუბთან და ისე, რომ საკუთარ კარში 3 უპასუხო გოლი მიიღო.
მატჩი მაღალი ტემპით არ დაწყებულა, რაც ალბათ მგზავრობისგან დაღლილობის გამო იყო გამოწვეული. 26–ე წუთამდე დასამახსოვრებელი ფაქტი არ ყოფილა, მაგრამ 26–ე წუთზე ჩვენ პირველი გოლის ნახვა შევძელით. ლეო მესის შესანიშნავი პასის შემდეგ ბურთი პედრო როდრიგესმა მიიღო, რიკარდო ბურთის მოსაგერიებლად მოემზადა, მაგრამ ამაოდ. “ბარსას” ახალგაზრდა ფორვარდს ვეტერანმა რიკარდომ ვერაფერი დაუპირისპირა. ამ გოლიდან რამდენიმე წუთში კი ერთი ლამაზი მომენტის ხილვა შევძელით. საბოლოოდ ბურთი რიკარდოს კარში ლეო მესიმ გადაგზავნა, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა და პამპლონელების საბედნიეროდ ანგარიში არ შეცვლილა. პირველი ტაიმი კატალონიელთა გამარჯვებით დასრულდა.
შესვენების შემდეგ “ოსასუნას” ფეხბურთელები ალბათ მიხვდნენ, რომ გამარჯვების შანსი არ ქონდათ და აგრესიულები გახდნენ, მაგრამ გვარდიოლას შეგირდები გოლის გატანის სიამოვნებას თავს არ მოაკლებდნენ და მართლაც, 65–ე წუთზე გოლი მსოფლიოს საუკეთესო კლუბის, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა, არგენტინელმა ლეო მესიმ შეძლო. მას ასისტენტობა გუნდის ესპანელმა ფორვარდმა, დავიდ ვილიამ გაუწია.
დავიდ ვილია საგოლე პასის შემდეგ დაუღალავად ცდილობდა “ოსასუნას” დაცვის გარღვევას და ანგარიშის 3–მდე გაზრდას, მაგრამ ვერა და ვერ ახერხებდა. მატჩში საბოლოო წერტილი კი ისევ ლეო მესიმ მოახერხა. 82–ე წუთზე მან პენლის დარტყმის უფლება მოიპოვა. თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან კი თავად იგი მივიდა და დუბლის შესრულებაც მოახერხა.
ალბათ გუშინ ყველა დარწმუნდა იმაში, რომ “ბარსელონას” შეჩერება არაფერს და არავის შეუძლია. იმედია ყველაფერი ასე არ დასრულდება და ამ ამბავს გაგრძელება მოყვება…
[media=http://www.youtube.com/watch?v=zGtCbvbblHg]