workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ოსასუნა” – ”ბარსელონა”. გვარდიოლა მატჩის შემდეგ

”ოსასუნა” – ”ბარსელონა”. გვარდიოლა მატჩის შემდეგ

”მე არ ვიღებ გადაწყვეტილებებს ვთამაშობთ თუ არა. დღეს ჩვენ გავხდით გარემოებების მსხვერპლი” – საუბრობდა გვარდიოლა მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე პამპლონაში.

”ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი მატჩის შესახებ თითქმის არ საუბრობდა. დიდი დრო მან დაუთმო მატჩის გადატანასთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტებს. ”პარასკევს რომ გვცოდნოდა საჰაერო მიმოსვლის დახურვის შესახებ პამპლონაში მატარებლით და ავტობუსით იმ დღესვე გავემგზავრებოდით. ჩვენ სწრაფ ტემპში მოგვიწია მგზავრობა, რადგან ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ შეგვატყობინა, რომ აეროპორტი იხსნებოდა. თავდაპირველად გაფრენას 11 საათზე ვგეგმავდით, შემდეგ 12 საათზე. მათ ასევე გვითხრეს, რომ იმ შემთხვევაში თუ გაფრენას ვერ მოვახერხებდით მატჩი გადაიდებოდა. ჩვენ ვიცდიდით და საბოლოოდ გვითხრეს, რომ 20 საათზე პამპლონაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში ტექნიკურ წაგებას ჩაგვითლიდნენ. მთელი დღის მანძილზე ჩვენ ფედერაციასთან კონტაქტი გვქონდა. დღეს ჩვენ გავხდით გარემოებების მსხვერპლი” – ახსნა პეპმა.

მგზავრობას დღესვე გავაგრძელებთ
კითხვაზე დარჩებოდა თუ არა ”ბარსა” პამპლონაში გვარდიოლამ უპასუხა: ”ჩვენ დღესვე დავბრუნდებით ბარსელონაში. 300 000 ადამიანი დაზარალდა ავიადისპეჩერების გაფიცვის გამო. მათ შორის მოვხვდით ჩვენ. ამის გამო შეგვთავაზეს ჩვენ მატჩის გადატანა”.

უკეთესია დღეს
საბოლოოდ ”ბარსამ” შაბათს ითამაშა და არა კვირას, როგორც იგეგმებოდა. ”ხვალ თამაშს დღეს თამაში სჯობდა, რადგან ”რუბინთან” მატჩისთვის მოსამზადებლად მეტი დრო გვექნება (მატჩი სამშაბათს გაიმართება). დღეს შექმნილი სიტუაცია გუნდისთვის არაკომფორტული იყო”. პეპმა ასევე მოუბოდიშა ”ოსასუნას” გულშემატკივრებს: ”ეს ჩვენი განზრახვა არ იყო. ჩვენ ყველაფრის გაკეთებას ზედმეტი ხმაურის გარეშე ვცდილობთ”.

კმაყოფილი თამაშით
თავისი პრესკონფერენციის ბოლოს გვარდიოლამ შეაქო კატალონიელი ფეხბურთლები. მან აღნიშნა, რომ მისმა ფეხბურთელებმა ყველა დაბრკოლება წარმატებით გაიარეს და მათ ”ითამაშეს ისე,  როგორც არასდროს”.

P.S. დაახლოების 1:30 საათზე ესპანური დროით ”ბარსელონა” შინ დაბრუნდა თვითმფრინავით

ეს კი ხოსეპ გვარდიოლას შიშის აღმძვრელი სურათი პამპლონას სტადიონზე

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward