მუხიკა მეხუთეა, ჭანტურია – პირველი

მუხიკა მეხუთეა, ჭანტურია – პირველი

“ბარსელონა ბ”-ს 17 წლის მოთამაშე რაფა მუხიკა მე-5 ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც, 21-ე საუკუნეში, კატალონიელთა პირველი გუნდის მაისურით გოლის გატანა მოახერხა. ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე კი ქართველია…

მუხიკამ მონაწილეობა “ბარსელონას” მიერ მიმდინარე ზაფხულში გამართულ ორივე ამხანაგურ მატჩში მიიღო. “სელტიკის” წინააღმდეგ მატჩში მან მოედანზე 30 წუთი დაჰყო, “ლესტერთან” კი – 13.

ინგლისის ჩემპიონ გუნდთან დაპირისპირებაში, მუხიკამ გოლი მოედანზე შესვლიდან 5 წუთში გაიტანა. ამ დროს, ის 17 წლის, 9 თვისა და 4 დღის იყო.

21-ე საუკუნეში, “ბარსელონას” პირველი გუნდის მაისურით ამაზე ახალგაზრდა ასაკში გოლი მხოლოდ ოთხ ფეხბურთელს გაუტანია. მათგან ყველაზე ახალგაზრდა გიორგი ჭანტურიაა.

ქართველმა ფეხბურთელმა, რომელიც “ბარსელონას” აკადემიაში ირიცხებოდა, 2009 წლის 18 ნოემბერს, “ბოლივართან” გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა. მატჩი, რომელიც “ბარსელონას” საწვრთნელ ბაზაზე გაიმართა, კატალონიელებმა 4:1 მოიგეს, ჭანტურიამ კი თავი თერთმეტმეტრიანი დარტყმით გამოიჩინა. იმ დროს ის მხოლოდ 16 წლის, 7 თვისა და 7 დღის იყო.

ჭანტურიას შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებმაც 21-ე საუკუნეში გოლი პირველი გუნდის მაისურით გაიტანეს, არიან: ბოიან კრკიჩი (16 წლის, 7 თვის, 25 დღის), ლიონელ მესი (17 წლის, 25 დღის), ჯოვანი დოს სანტოსი (17 წლის, 2 თვის, 17 დღის), რაფა მუხიკა (17 წლის, 9 თვის, 4 დღის).

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (10)

  • Bola
    05 აგვ 2016, 23:24

    ბარსას აკადემიაში ეგრე იმდნეიი ფეხბურთელი იზრდება. ეს ცნობილიი იყოოო.. დიდ იმედებს ამყარებდნენ.. მახსოვს სიუჟეტებიც გაკეთდა კადემიაში როცა თამაშობდა. მაგრამ რაფრად გამოდგა. ვარჯიში მეტი ჭირდებოდაა.. თანაც ისევე როგორც ყენიას ამასაც თავიდან ცუდათ ქონდაა დაწყებული სწავლა. ყენიაზე თქვეს ტალანტი აქვს მაგრამ ფეხბურთელი ვერ დადგება სწორად არ დარბისოო.. ყველაფერს უნდაა ცოდნაა თანამედროვე ფეხბურთში. ამან თქვა კიდე ბარტრაზე ესპანეთთან თამაში რო ქონდათ ბოლოს ჩემთან ერთად თამაშობდაა უსწავლიაა რაღAცეები განვითარებულაოო.. ვითომ ბარტრაა ბულკი იყო სტოპიატშიოო რაა.. სირი.. ის კია რ იცის შრომაა როაა მთავარი

  • zura.zura.15
    05 აგვ 2016, 22:05

    საიდან მოიტანეთ ჭანტურიას პირველ გუნდში საერთოდ არ აქვს ნათამაშები

  • Sekhniashvili
    05 აგვ 2016, 14:19

    გოლს რო ოსურის მუსიკა არ დაადონ სხვა რამე ვერ იპოვეს smile

  • nika 54
    05 აგვ 2016, 12:54

    ციტატა: ROUCH
    ვა არ ვიცოდი, ბარსადან გაასხმევინეს თუ თითონ წავიდა?


    ეტყობა აუვარდა თავში როგორც ყველა ქართველს და თვითონ წამოსულა, ბმვ უყიდია თითქმის ახალი-10 წლის.

  • barselonista cule
    05 აგვ 2016, 12:53

    ტიპი ბარსაში თამაშობდა და ახლა ურალში თამაშობს

  • nika 54
    05 აგვ 2016, 12:52

    ესე იგი, ჭანტურია მესიზე და კრკიჩზე მაღლა დგას არა, ხო სწორად მივხვდი სტატიის შინაარსს? სხვათა შორის ჭანტურია სად თამაშობს?

  • cinto99
    05 აგვ 2016, 12:47

    ციტატა: ROUCH
    ვა არ ვიცოდი, ბარსადან გაასხმევინეს თუ თითონ წავიდა?


    არამგონია თვითონ წამოსულიყო 😀

  • ROUCH
    05 აგვ 2016, 12:45

    ვა არ ვიცოდი, ბარსადან გაასხმევინეს თუ თითონ წავიდა?

  • cinto99
    05 აგვ 2016, 12:40

    ეე მევთქვი გოლს ვნახავთქო და პენალი გაუტანია 😀 😀 😀

  • ANRIBARCA
    05 აგვ 2016, 12:38

    ეჰ რომ არა სიზარმაცე დავიჯერო ჭანტურია მუნირის დონეზე ვერ ითამაშებდა 🙂