დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ “ბარსელონა” ვერც კევინ გამეიროს შეიძენს და ვერც ლუსიანო ვიეტოს. თავდამსხმელებმა, რომლებიც კატალონიური გუნდის სამიზნეში იყვნენ მოხვედრილნი, კლუბები გაცვალეს.
უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ კევინ გამეირო “სევილიადან” “ატლეტიკოში” გადადის. მისი ტრანსფერი 32 მილიონი ევრო დაჯდება, პლიუს 4 მილიონი ბონუსები, და ფეხბურთელი 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ლუსიანო ვიეტო კი პირიქით, “ატლეტიკოდან” “სევილიაში” გადავიდა. ის ანდალუსიურ კლუბში ერთი წლით, არენდით ითამაშებს და სევილიელებს ფეხბურთელის სეზონის ბოლოს გამოსყიდვის უფლება ექნებათ.