workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტიაგო პირველ გუნდში გადავა!

ტიაგო პირველ გუნდში გადავა!

ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელის, მაზინის, (რომელმაც 1994 წელს ნაკრებთან ერთად მსოფლიოს თასი მოიგო.) შვილი ტიაგო ალკანტარა კატალონიის “ბარსელონას” მეორე გუნდში, “ბარსა ატლეტიკში” თამაშობს. კლუბის მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა ამ ფეხბურთელზე დიდ იმედებს ამყარებს და განზრახული აქვს, ზამთარში მისი პირველ გუნდში გადმოყვანა.
ამიტომ ალკანტარა იქნება მეორე ახალწვეული გუნდისა ზამთრის ტრანსფერზე, რადგან “ბარსელონამ” უკვე მიღწია შეთანხმებას “პსვ ენდჰოვენთან”, რომლის მიხედვიდაც, ჰოლანდიური კლუბის, ახალგაზრდა ფეხბურთელი, იბრაჰიმ აფელაი იანვრიდან “ბარსას” ფორმას მოირგებს.
ასევე შეგახსენებთ მაზინის სიტყვებსაც, რომელმაც ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მისი შვილი უკვე მზად არის პრიმერა დივიზიონში სათამაშოდ და შიეუძლიათ ის პირველ გუნდში გადაიყვანონ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward