“ბარსელონა” გაბრიელ ჟესუსისათვის ბრძოლაში დამარცხებას აღიარებს

“ბარსელონა” გაბრიელ ჟესუსისათვის ბრძოლაში დამარცხებას აღიარებს

ბრაზილიელი ტალანტი ოლიმპიურ თამაშებზე ქვეყნის ღირსებას ნეიმარისა და რაფინიას მხარდამხარ დაიცავს, თუმცა საკლუბო დონეზე მათი ერთად თამაში ამ ეტაპისათვის გამორიცხულია.

მიუხედავად იმისა, რომ სატრანსფერო ფანჯრის დაწყებისას “ბარსელონას” ინტერესი ბრაზილიელი ფორვარდის მიმართ ძალიან დიდი იყო, დღეისათვის გუნდი მის შეძენას აღარ აპირებს.

ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 24 მილიონ ევროს წარმოადგენს, თუმცა “პალმეირასი” ფეხბურთელის სანაცვლოდ ბევრად მეტს ითხოვს. ის, რომ ფეხბურთელი უდავოდ ნიჭიერია ამაში ეჭვი არავის ეპარება, მეტიც ამას ისიც ადასტურებს, რომ მის შესაძენად “მანჩესტერ სიტიმ” და “მანჩესტერ იუნაიტედმა” ბრაზილიურ კლუბს 30 მილიონ ევროზე მეტი შესთავაზა.

“ბარსა” პირველი კლუბი იყო, რომელიც სერიოზულად დაინტერესდა ფეხბურთელის ყიდვით. გუნდის წარმომადგენელი რაულ სანლეჰი ბრაზილიაში ჩაფრინდა, რათა მოლაპარაკებები ეწარმოებინა “პალმეირასთან”. “ბარსელონას” პირველი შეთავაზება 20 მილიონი ევრო იყო, თუმცა ეს თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა იმისათვის, რომ მოლაპარაკება შემდგარიყო.

პრემიერ ლიგის კლუბების გარდა, ფეხბურთელის შეძენა “რეალმა” და “ინტერმაც” სცადა, თუმცა ჟესუსი დაჟინებით მოითხოვს, რომ მან ბრაზილიური სეზონი “პალმეირასში” დაასრულოს.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია