workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მე-13 ტურის შემდეგ ”ბარსა” საუკეთესოა

მე-13 ტურის შემდეგ ”ბარსა” საუკეთესოა

ორშაბათს, ”რეალზე” გამარჯვების შემდეგ, ”ბარსელონას” დაუგროვდა 11 გამარჯვება, ერთი ფრე და ერთი წაგება. ასეთი მაჩვენებლით, მიმდინარე სეზონი ”ბარსას” ისტორიაში საუკეთესოა.

უამრავი მიზეზი არსებობს ოპტიმიზმისთვის. როცა კი, ”ბარსამ” 13 თამაშის შედეგად 32 ან მეტი ქულა დააგროვა, მან ქვეყნის ჩემპიონობა მოიპოვა.

პირველი ”ლიგა” კრუიფის მეთაურობით

1990-91 წლების სეზონი, კუიფის ”ოცნების გუნდმა” მოგებების სერიით დაიწყო. ”ბარსამ” გამარჯვება მოიპოვა ”ესპანიოლზე” (0-1), ”ვალენსიაზე” (3-1), ”ბეტისზე” (2-3), ”ვალიადოლზე” (1-0), ”ტენერიფეზე” (0-1) და ”ბილბაო ატლეტიკზე” (4-1). მომდევნო თამაში მათ მადრიდის ”ატლეტიკოსთან” დათმეს (2-1), ხოლო ”კამპ ნოუზე” ”მალიორკის” დამარცხების შემდეგ(2-1), მათ მოიპოვეს 10 გამარჯვება, 2 თამაში დაასრულეს ფრით, ხოლო 1 წააგეს. ჯამში მათ 26 გოლი გაიტანეს, ხოლო 9 მიიღეს საკუთარ კარში. 22 ქულით (ეხლანდელი სისტემით 32 ქულაა), ”ბარსა” ცხრილის სათავეში იყო. მათ სეზონის ბოლოს 57 ქულა დაუგროვდათ და ”ლიგის” ტიტულიც გადაეცათ. მაშინ ”ბარსელონაში” თამაშობდნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან: ზუბისარეტა, კოემანი, ბაკერო, ბეგირისტაინი, ლაუდრუპი და სტოიჩკოვი.

რაიკაარდის გამაჯვების მენტალიტეტი

რაიკაარდის ხელმძღვანელობის მეორე წელს, როცა ”ბარსას” რიგებში იყვნენ რონალდინიო, ეტოო, დეკო, ჩავი, პუიოლი, ინიესტა და ვალდესი, ”ბარსელონამ” სეზონი ფანტასტიურად დაიწყო. მეცამეტე ტურში ”ხეტაფეზე” გამარჯვების შემდეგ (2-1), გუნდს 32 ქულა დაუგროვდა. შედეგად ”ბარსამ” მადრიდის ”რეალს” 7 ქულით გაუსწრო. იმავე სეზონში ”ბარსამ” ”რეალი” დაამარცხა ”კამპ ნოუზე” (3-0) და 84 ქულით ქვეყნის ჩემპიონი გახდა.

პირველი გვარდიოლასთვის

ცუდი დასაწყისის მიუხედავად (”ნუმანსიასთან” მარცხი და ”კამპ ნოუზე” ფრე ”რასინგთან”), 2008-09 წლების სეზონი ”ბარსელონასთვის” არაჩვეულებრივი გამოდგა. ”ბარსამ” და გვარდიოლამ სეზონი შესანიშნავი მოგებების სერიით გააგრძელეს და მეცამეტე ტურში ”სევილიაზე” გამარჯვების (3-0) შემდეგ, ანგარიშზე 10 მოგება, 2 ფრე და 1 მარცხი ჩაიწერეს. კლუბმა 6 ქულით გადაასწრო მადრიდელებს. საბოლოო ჯამში კი, ”ბარსამ” 87 ქულა, ხოლო ”თეთრებმა” 78 ქულა დააგროვეს. ეს ოქროს ხანის დასაწყისი იყო.

გვარდიოლა სვლას აგრძელებს

2009-10 სეზონი კიდევ უფრო უკეთესი იყო. იმის მაგივრად, რომ მიღწეული შედეგით დაკმაყოფილებულიყვნენ, ”ბარსა” აგრძელებდა თვალისმომჭრელი ფეხბურთის თამაშს და რეკორდების მოხსნას. მეცამეტე ტურში მათ ახალი რეკორდი დაამყარეს: 10 მოგება, 3 ფრე და არცერთი წაგება. იბრაჰიმოვიჩი, პედრო და ბოიანი შეერივნენ გუნდს. და იმდენად დიდი მოლოდინი იყო გუნდისგან, რომ ”ბარსას” 3 ფრის გამო აკრიტიკებდნენ. რიცხვები თავის სათქმელს იძახდნენ, და ”ხერესის” დამარცხების შემდეგ (0-2), გუნდმა ახალი რეკორდი დაამყარა. მათ 32 ქულა მოიპოვეს და მადრიდის ”რეალს” ხუთი ქულით გადაუსწრეს, მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელს ერთი მატჩით მეთი ქონდა ჩატარებული. ეს იყო განსაკუთრებული სეზონი, როდესაც 99 ქულით ”ბარსამ” ”ლიგის” რეკორდი მოხსნა .

5-0 გამარჯვება ახალი რეკორდის დასამყარებლად

ამ გუნდს არ აქვს საზღვრები. 2010-11 წლების სეზონის მეცამეტე ტურის დასრულების შემდეგ, ”ბარსამ” ახალი რეკორდი დაამყარა, მოიპოვა რა 34 ქულა. დღეის მდგომარეობით გუნდს 11 მოგება, 1 ფრე და 1 წაგება აქვს. ეს პერიოდი მოიცავს გამაოგნებელ გამარჯვებას ”ალმერიასთან” (8-0) და ისტორიულ გამარჯვებას ”კლასიკოში” (5-0), რის შედეგადაც ”ბარსამ” ორი ქულით გადაუსწრო მადრიდის ”რეალს”.

თუმცა, მეცამეტე ტურში მოპოვებული საერთო შედეგით მაინც მადრიდის ”რეალი” ლიდერობს. 1991/92 წლებში მათ 12 მოგება და 1 ფრე ჰქონდათ. ამავე წელს, როდესაც მოგებას მხოლოდ 2 ქულა მოჰქონდა, ”თეთრებმა” ”ბარსას” 8 ქულით გადაუსწრეს და ტიტულიც მოიპოვეს. მაგრამ ეს არაფერია, რადგანაც მომდევნო სეზონში ქვეყნის ჩემპიონობა ”ბარსელონას” ხვდა წილად.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში