workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დილა მშვიდობისა :)

დილა მშვიდობისა :)

გათენდა დილა, გაახილეთ თვალები და მიხვდით, რომ გუშინ ნანახი არ იყო სიზმარი. ამ დროს გაგეღიმათ. შემიძლია თავი დავდო იმაზე, რომ როდესაც გამოფხიზლდით ეს სამუშაო ოთხშაბათი თქვენთვის ისეთივე სასიხარულო იყო, როგორც დასვენების დღე (კვირა). იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ზოგზოგიერთებისთვის ეს დღე სამუშაო ნამდვილად არ ყოფილა.

ეს ჩემი ოცნება იყო. გამეხილა თვალები და გამეაზრებინა, რომ ჩემი საყვარელი გუნდი ესპანეთის ჩემპიონია; გამეხილა თვალები და გამეაზრებინა, რომ ჩემი საყვარელი გუნდი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია; გამეხილა თვალები და გამეაზრებინა, რომ ჩემმა საყვარელმა გუნდმა მოუგო კი არა, უბრალოდ გადაუარა “რეალ მოუდრიდს”.

გუშინ ჩვენი დაბადების დღე იყო; ჩვენი ნანატრი დღე. ერთი ტაქტიკის “მამა” პორტუგალიელი კი ცდილობდა ჩვენთვის ხასიათი გაეფუჭებინა, თუმცა ამაოდ… ერთი კი დანამდვილებით ვიცი: იჯდა მანუელ პელეგრინი ტელევიზორთან და ირონიულად იღიმებოდა. როდესაც “რეალს” იგი ედგა სათავეში, “მარკა” მასზე ცუდზე მეტს არაფერს წერდა. არადა რატომ? მანუელმა ხომ “ბარსასთან” ორი მატჩის ჯამში 0:3 წააგო, ხოლო ჟოზემ ჯერ მხოლოდ ერთი შეხვედრა გამართა და უკვე 0:5…

“რეალი”–გუნდი, რომელიც ბრწყინვალედ იწყებს ჩემპიონატს, ყველაზე მეტს იტანს და ყველაზე ნაკლებს უშვებს საკუთარ კარში და უცბად… უცბად 0:5. სატირალია სასაცილო რომ არ იყოს.

ასევე მინდა ორიოდე სიტყვით შევეხო სპორტულ გადაცემას სახელად “ფეხბურთის კლუბი”, რომელიც გადის რუსულ ტელეარხ “ენ–ტე–ვე პლიუსზე”. იხილეთ ფრაზა, რომელიც შოუს ერთ–ერთმა წამყვანმა “კლასიკოს” დაწყების წინ თქვა: “წინა ოთხი დაპირისპირება “ბარსამ” ერთი ამოსუნთქვით მოიგო. ახლა “რეალი” გაიმარჯვებს, განა იმიტომ, რომ მათი დროა, არამედ იმიტომ, რომ ისინი კატალონიელებთან შედარებით აშკარად ძლიერები არიან.” რამდენად გამართლდა ამ ჟურნალისტის ნათქვამი თქვენც კარგად ნახეთ.

…5:0. მეოთხეჯერ “ელ–კლასიკოს” ისტორიაში. უკვე ზედიზედ მეხუთე გამარჯვება “ბარსელონასთვის”. მთლიანი ანგარიში 16:2.

ჩვენ ვცხოვრობთ ამ დროში; ჩვენ ვიღებთ იმ ლამაზი ფეხბურთით სიამოვნებას, რომელსაც კატალონიური კლუბი თამაშობს; ჩვენ ვართ სწორედ ამ გუნდის გულშემატკივარი, რისთვისაც ღმერთს მადლობა უნდა მოვუხადოთ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში