მიმდინარე საფეხბურთო ისტორია ცოტა არ იყოს ”დაანაგვიანა” მაურინიოსა და ”ბარსელონას” შორის ომმა. იყო დაუვიწყარი ”ჩელსი”, უფრო გვიან კი ”ჩემპიონთა ლიგის” ნახევარფინალი, რომლის გარშემოც დღემდე მიმდინარეობს დებატები. პეპ გვარდიოლა, ისევე როგორც მისი წინამორბედი რაიკაარდი, ცდილობდნენ, არ მოხვედრილიყვნენ ყურადღების ცენტრში. მაურინიოს შემთხვევა რადიკალურად განსხვავებულია. ამის დასტურია მისი პროვოკაციული განცხადებები მედიასთან და მისი გაშმაგებული ქცევები საზოგადოებასთან. გასულ წელს, ”ჩემპიონთა ლიგის” ნახევარფინალის დასრულების შემდეგ, როდესაც მაურინიო უტიფრად ცეკვავდა ”კამპ ნოუზე” მან ყველა ”კულეს” გულში დაკარგა სასურველი მეტოქის ტიტული.
და ზუსტად ეს იყო მისი მიზანი!
უსაფუძვლო არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ”პორტოში” კარიერის დასრულების შემდეგ მაურინიომ ყველგან გაიჩინა მტრები. გავიხსენოთ ინგლისი, სადაც მაურინიოს უდიდესი უთანხმოებები ჰქონდა არსენ ვენგერთან, ალექს ფერგიუსონთან, და ბოლოს და ბოლოს რომან აბრამოვიჩთან. ყველას ახსოვს იტალიაში მაურინიოსა და პრესას შორის არსებული დრამატული ურთიერთობა.
რა თქმა უნდა ესპანეთშიც გაგრძელდა მისი პროვოკაციული კამპანია. უფრო მეტიც! მაურნიოსა და გვარდიოლად შორის დამოკიდებულება კატა-თაგვობანას თამაშს დაემსგავსა. თვის დასაწყისში მაურინიომ ბრალი დასდო ”სპორტინგის” მენეჯერს მანოლო პრესიადოს, თითქოს ამ უკანასკნელმა უბრძოლველად განზრახ დათმო მატჩი ”ბარსელონასთან”. ამის შემდეგ პრესიადომ ეჭვქვეშ დააყენა მაურინიოს პროფესიონალიზმი და მას ”არამზადა” უწოდა. მიუხედავად იმისა, რომ პრესიადოს ემოციები ცოტა არ იყოს გადაჭარბებული გვეჩვენა, მას ღიად დაუჭირეს მხარი ”ლა ლიგის” სხვადასხვა კლუბების მენეჯერემბა, რომელთა შორის არიან ”ვილიარეალის”, ”ხეტაფესა” და ”ესპანიოლის” მწვრთნელები. მაურინიოსთან გვარდიოლას მიერ ჩვეული დისტანციის მიუხედავად, როგორც ამბობენ ამ უკანასკნელმა პრესიადოს ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა, შემდეგი შინაარსით: ” მე შენს გვერდით ვარ.”
რამდენადაც სასაცილო არ უნდა იყოს, ”სპორტინგთან” მატჩს მაურინიო ტრიბუნებიდან ადევნებდა თვალს. ამის მიზეზი მის მიერ ”რეალ მურსიას” წინააღმდეგ თამაშისას მსაჯისთვის შეურაცხყოფის მიყენება გახდა. მან რეფერს ”ჯანდაბაში წასვლა” ურჩია. მაურინიოს კიდევ ერთი ”აღმკვეთი ღონისძიება” ელის. ამჯერად ”უეფას” სანქციებზეა საუბარი. მიზეზი კი ყველასათვის კარგადაა ცნობილი. მაურინიომ თავის შეგირდებს დავალება მისცა, რათა მათ განზრახ მიეღოთ წითელი ბარათები ”ჩემპიონთა ლიგის” ჯგუფურ ეტაპზე.
მსგავსი ტიპის ეპიზოდებმა გაოცება ”რეალის” ერთგულ გულშემატკივრებშიც გამოიწვია. ”გარდიანისთვის” მიცემულ ინტერვიუში ”რეალის” ყოფილი მცველი სალგადო ამბობს: ” შესაძლოა მურინიოს სტილი არ შეესაბამება ”რეალის” ისტორიას, თუმცა ამ სტილს მოითხოვს დღევანდელობა. მათ მოგება ჭირდებათ, ისინი სასოწარკვეთილები არიან.”
ნამდვილად სასოწარკვეთილები არიან, მაგრამ რა დასკვნა უნდა გავაკეთოთ ჩვენ? მაურინიო უბრალოდ თავზეხელაღებული ხულიგანია თუ ეს ყველაფერი მისი სიგიჟის გამოვლინების მაკიაველისეული მეთოდია? ერთი შეხედვით, რომ მაურინიოს ქცევები გვარდიოლასკენაა მიმართული, რათა ამ უკანასკნელმა ტაქტიკური ცვლილებები ემოციურ ფონზე გააკეთოს. მედიის ყურადღების ცენტრში მოქცევით, მაურინიო საკმაოდ ჭკვიანურად იცავს თავის ფეხბურთელებს, და უქმნის მათ ე.წ. ცრუ გუნდურობას.
რა თქმა უნდა, ორშაბათის მატჩისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ მოიქცევა მაურინიო მოედანზე, როგორ აირჩევს ის ფეხბურთელებს, როგორ შეხვდება გვარდიოლას მიერ განხორციელებულ ცვლილებებს. თუმცა, ფსიქოლოგიური ელემენტები ღრმად მაინც არ უნდა განვიხილოთ. რაც არ უნდა იყოს, ყველაფერი ზემოთხსენებული ორშაბათის გამარჯვებას უფრო სასიამოვნოს გახდის.



