25 წლის ცენტრალურმა მცველმა ტრანსფერის გაოფიციალურების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მარკ ბარტრა კარიერას დორტმუნდის “ბორუსიას” შემადგენლობაში გააგრძელებს.
“ბარსელონას” თავაწეული ვტოვებ. ვიცი, რომ გუნდში საკუთარი როლი მქონდა. აქ ბავშვობის ოცნება ავიხდინე. მომეცა პირველ გუნდში თამაშის შესაძლებლობა და გუნდთან ერთად დიდ წარმატებასაც მივაღწიე. “ბარსელონაში” გატარებული ბოლო ოთხი წელი წარმოუდგენელი იყო”, – ამბობს მარკ ბარტრა.
“ახლა კიდევ უნდა გავიზარდო და ახალი გამოწვევები მივიღო. “ბარსელონასადმი” სიყვარული კვლავ მექნება და მათი თამაშით ყოველთვის სიამოვნებას მივიღებ”, – შეაჯამა ესპანელმა.
შეგახსენებთ, ბარტრა გერმანელებს ოთხწლიან ხელშეკრულებაზე შეუთანხმდა.