workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალფონსო პერესი:”იმედი მაქვს “რეალი” მოიგებს”

ალფონსო პერესი:”იმედი მაქვს “რეალი” მოიგებს”

კატალონიის “ბარსელონას”, მადრიდის “რეალისა და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ, ალფონსო პერესმა თავისი აზრი გამოხატა დაგეგმილ “ელ კლასიკოზე”, რომელიც ორშაბათს, ჩვენი დროით 23:55 წუთზე გაიმართება.

“წინა სეზონთან შედარებით, მადრიდული კლუბი გაცილებით მძლავრად და ეფექტურად გამოიყურება. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ გუნდს ამ ზაფხულს სათავეში ჩაუდგა პორტუგალიელი სპეციალისტი, ჟოზე მოურინო. “რეალი” შეიცვალა ყველა თვალსაზრისით: ისინი გახდნენ უფრო მებრძოლნი და კონკურენტუნარიანები. ამავე დროს მადრიდელებს აქვთ მეტი ალბათობა ჩემპიონობისა. მოურინიომ დაამტკიცა, რომ ის არის დიდი სპეციალისტი. კატალონიური კლუბი არის საკმაოდ ძლიერი და ჰყავს ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელები. ვფიქრობ, რომ ამ ორი გუნდის დაპირისპირება ძალზედ საინტერესო იქნება და იმედია მათ მიერ დადგმული სპექტაკლის მომსწრენი გავხდებით. მე მგონია, რომ ამ თამაშში “რეალი” გაიმარჯვებს” – განაცხადა პერესმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში