მოგეხსენებათ “ბარსა” – “რეალი” არა შაბათს, ან კვირას, არამედ ორშაბათს გაიმართება. ასეთი შემთხვევა 21–ე საუკუნეში პირველად მოხდა, მაგრამ ეს არ იყო პირველი შემთხვევა. ასეთივე რამ 1964 და 1972 წლებში დაფიქსირდა. 1964 და 1972 წლებში “კლასიკო” დეკემბრის დასაწყისში ჩატარდა, ხოლო წელს ეს 29 ნოემბერს მოხდება.
1964 წელს, “ბარსამ” მადრიდელებთან, გენტოსა და პუსკას გოლების წყალობით, ანგარიშით, 1–2 წააგო. კატალონიელების მხრიდან გოლის გატანა ზალდუამ შეძლო. 8 წლის შემდეგ კი მადრიდელებმა უკვე ვეღარ გაიმარჯვეს. “ბარსამ” ასენსის გოლის წყალობით ანგარიშით, 1–0 გაიმარჯვა.
ორივე სეზონში თასი მადრიდის “რეალს” დარჩა. 1963/64 წლებში მათ მეორე ადგილზე მყოფ “ბარსაზე”, 4 ქულით მეტი (46–42) დააგროვეს. ასეთივე ქულათა სხვაობა იყო 1971/72 წლების სეზონში. “რეალმა, “ბარსას” ისევ 4 ქულით გაუსწრო (47–43), მაგრამ ამჯერად “ბარსა” მესამე ადგილზე გავიდა. მას “ვალენსია” უსწრებდა.
“ნოუ კამპზე” გამართული 80 “კლასიკოდან”, კვირას 51 მატჩი გაიმართა, შაბათს – 25, ორშაბათს – 2, სამშაბათს და ოთხშაბათს კი თითო–თითო. რატომ სამშაბათს და ოთხშაბათს? 1968 წელს მატჩი ხულიო სეზარ ბენიტესის გარდაცვალების გამო სამშაბათს ჩატარდა. ეს “კლასიო” ფრედ, 1–1 დამთავრდა.
ოთხშაბათის “კლასიკო” კი 1999/00 წლების სეზონში გაიმართა. ეს უბრალოდ სტანდარტური შუა კვირის შეხვედრა იყო. ეს მატჩიც ფრედ, 2–2 დასრულდა.



