დღეს, თბილისის დროით 19:00 წუთზე უნდა გამართულიყო ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის, მეთოთხმეტე ტურის შეხვედრა, რომელშიც “რეალ ბეტისს” “ბარსელონა ატლეტიკისათვის” უნდა ემასპინძლა. საქმე ისაა, რომ დილიდან ანდალუსიაში იყო განუწყვეტელი და ძალიან ძლიერი წვიმა. ამიტომ თამაშის დროს, შესაძლოა სიტუაცია სავალალო მდგომარეობამდე მისულიყო, რადგან “ბეტისის” სტადიონზე, “მანუელ ლუის ლე ლოპერაზე”, სულ ახლახანს დააგეს მინდვრის ახალი საფარი.
მიუხედავად რთული კლიმატური პირობებისა, ორივე გუნდის ფეხბურთელები მოედანზე სავარჯიშოდ ნახევარი საათით ადრე გამოვიდნენ, მაგრამ ანდალუსიელთა ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, თამაშის გადადებისა და მისი სხვა დროს ჩატარებისა, რადგან აშკარა გახდა, რომ ასეთ ძლიერ წვიმაში, ორი საათი ფეხბურთის თამაში შეუძლებელი იყო. სავარაუდოდ, ამ ორი გუნდის დაპირისპირება მომავალ კვირაში გაიმართება.