მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი გარეთ ბეილი “ელ კლასიკოს” (1:2) შემდეგ ძალიან საინტერესო კომენტარს აკეთებს. მისი განცხადებით, “ბარსელონა” თავის თავს მსოფლიოში საუკეთესოდ მიიჩნევს.
“თუ გვინდა, რომ ჩემპიონები გავხდეთ, ვალდებულები ვიყავით, დღეს მოგვეგო. ფეხბურთი ძალიან არაპროგნოზირებადი თამაშია. ზოგჯერ სასაცილო და მოულოდნელი რაღაცები ხდება. მთავარია, რომ დღევანდელმა გამარჯვებამ გუნდს რწმენა დაუბრუნა. შესაძლოა, ესპანეთის თასიდან გამოვარდნა დაგვეხმარა – ნაკლები თამაში, მეტი დრო დასვენებისთვის.
დავამტკიცეთ, რომ ნებისმიერის დამარცხება შეგვიძლია. “ბარსელონა” თავს მსოფლიოში საუკეთესოდ მიიჩნევს, ჩვენ კი ის თავის მოედანზე დავამარცხეთ. თამაშის გეგმა გვქონდა – უნდა შეგვეტია, რადგან აშკარაა, რომ “ბარსელონას” მსოფლიოში საუკეთესო დაცვა არ ჰყავს”.