“ბარსელონას” ოფიციალური საიტის ინფორმაციით, კატალონიური გუნდის ლეგენდები, მიმდინარე წლის პირველ აპრილს, მექსიკის ეროვნული ნაკრების ლეგენდებს ამხანაგურად დაუპირისპირდებიან.
თამაში მექსიკის ქალაქ კერეტაროში, “ესტადიო კორეხიდორაზე” გაიმართება. “ბარსელონას” ლეგენდების მწვრთნელი ხოსე მარია ბაკერო იქნება. შეხვედრაში მონაწილეობას კატალონიელთა კაპიტანი კარლეს პუიოლიც მიიღებს, რომელიც მოედანს კარიერის დასრულების შემდეგ პირველად უბრუნდება. “ბარსელონას” ლეგენდების გუნდში ასევე ითამაშებენ ერიკ აბიდალი, რონალდ დე ბური, ვიტორ ბაია, ჟულიანო ბელეტი და სხვები.