საფეხბურთო კლუბი “ბარსელონა” და მისი არგენტინელი ლიდერი ლიონელ მესი 2015 წლის საუკეთესო სპორტული კლუბისა და საუკეთესო სპორტსმენის წოდებისთვის იბრძოლებენ.
საუბარი Laureus World Sports Awards-ზე გვაქვს. “ბარსელონას” ეს ჯილდო 2012 წელს აქვს მოგებული. 2015 წელს 5 ტიტულის მოგების გამო, კატალონიელებს იგივე მიღწევის გამეორების შანსი ეძლევათ. მათი კონკურენტები ახალი ზელანდიის რაგბის ნაკრები, “გოლდენ სთეითი” (კალათბურთი), ბრიტანეთის დევისის თასის ნაკრები (ჩოგბურთი), მერსედესის გუნდი (F1) და აშშ-ს ქალთა საფეხბურთო ნაკრები იქნება.
ლიონელ მესი Laureus World Sports Awards-ზე წლის საუკეთესო სპორტსმენის ნომინაციაზე მეხუთედაა წარდგენილი. არგენტინელს ეს ჯილდო ჯერ არ მოუგია. მისი კონკურენტები უსაინ ბოლტი, სტეფ კარი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, ლიუის ჰამილტონი და ჯორდან სპითი იქნებიან.
