სტატიის პირველ ნაწილში საუბარი იყო პეპის გადაწყვეტილებებზე, გაეშვა კლუბიდან ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან სამუელ ეტოო, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და იაია ტურე.
მხოლოდ ეს სახელები არ ამტკიცებს პეპის უდიდეს შეცდომას. ბევრს ჰქონია, რომ, გვარდიოლა, და საერთოდ მთლიანად გუნდი, ინანებს იმ დღეს, როდესაც კლუბიდან გაუშვეს მარტინ კასერესი, ვიქტორ სანჩესი, და ალბერტო ბოტია, რათა მათ ახალი შესაძლებლობები გასჩენოდათ. თუ თვალს ვადევნებთ ამ უკანასკნელის ფორმას, რომლის დემონსტრირებასაც იგი ”სპორტინგში” ანხორციელებს და გავითვალისწინებთ მიმდინარე სეზონში ”ბარსაში” მცველების მკაფიო ნაკლოვანებას, რა თქმა უნდა პეპს ცოტა უფრო გრძელ ვადაში უნდა ეფიქრა ბოტიაზე. ვინ თქვა, რომ არ შეგვიძლია უკან დაბრუნება და ძველი შეცდომების გამოსწორება?
ასეთ დიად სახელებზე საუბრისას აუცილებლად უნდა შევეხოთ ჩვენთვის ერთ-ერთ მტკივნეულად გასახსენებელ პიროვნებას, რომელიც ასევე შეიძლება მივიჩნიოთ პეპის უდიდეს შეცდომად – დიმიტრი ჩიგრინსკი. უკრაინელი ჩამოვიდა არამარტო კოლოსალურ თანხის სანაცვლოდ, არამედ თავად პეპმაც განაცხადა, რომ ჩიგი იყო მისი რჩეული, უბიძგებდა რა ჩიკის, შეეძინა უკრაინელი, მაშინ როდესაც საუბარი იყო ფულის ზედმეტად ხარჯვაზე.
მოულოდნელად, ახალგაზრდა ფეხბურთელმა ”ბარსაში” მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა, ამის მერე ის უკვე ”ფასდაკლებული” გაემგზავრა თავის ძველ გუნდში დონეცკის “შახტიორში”. გვეჩვენება, თითქოს ჩიგი იყო მსხვერპლად გაღებული ბატკანი სანდრო როსელის მიერ, როდესაც ამ უკანასკნელს სურდა ჩირქი მოეცხო ლაპორტასა და ჩიკის მიერ განხორციელებული ტრანსფერებისთვის.
თუ ეს ყველაფერი გეჩვენებათ ცინიზმად, მაშინ ბოდიშს ვიხდით, მაგრამ ჩვენ უბრალოდ მწუხარებას გამოვთქვავთ ჩიგისთან დაკავშირებით. უბრალოდ, როგორც კი მან ბუცები ჩაიცვა, იმ წუთასვე უკან გაამგზავრეს. რა თქმა უნდა, ბოტიასა და კასერესის მსგავსად, ისიც შეეცდება დაამტკიცოს, რომ მის მიმართ გამოტანლი განაჩენი არასწორი იყო და რომ ის ზუსტად ისეთია, როგორსაც მას პეპი თავიდან ხედავდა.
კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც პეპის მოსვლის მერე კლუბიდან წასვლის პირას იდგა არის ბოიან კრკიჩი. მენეჯერი აშკარად არ იყო განსაკუთრებულად მოხიბლული მომღიმარი თავდამსხმელის თამაშის ხარისხით. ახლა უკვე ყველამ ვიცით ისტორია – სიმშრალე, კარგად თამაში, ისევ სიმშრალე, ისევ კარგად თამაში, და კიდევ სიმშრალე და შემდეგ ისევ კარგად თამაში – გვეჩვენება, რომ ბოიანმა ძალიან ბევრი იმუშავა პეპის იმედების გასამართლებლად, და აგერ უკვე მეორე სეზონია, რაც ფორვარდი ისევ თავისი შესაძლებლობების მტკიცების პროცესშია.
ზოგიერთი თქვენთაგანი იფიქრებს, რომ პეპის უდიდესი შეცდომა ბოიანისთვის შანსის მიცემაა, მაგრამ რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, პეპს უფრო ადრე რომ დაეტყო ხელი ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის, ეგრძნობინებია მისთვის, რომ ფასეულია და რომ ის არის განუყოფელი ნაწილი არაჩვეულებრივი სეზონისა, როდესაც ”ბარსამ” სამი თასი მოიგო. იქნებ ეტოს დაკარგვა ესე სადარდებლად აღარ გაგვჩენოდა და საერთოდ აღარ დაგვჭირვებოდა იბრა? ნებისმიერ შემთხვევაში, ბოიანმა დაუმტკიცა პეპს საკუთარი შესაძლებლობები და მისცა საკუთარ თავს სულის მოთქმის საშუალება, რათა აღარ იყოს ”უდიდეს შეცდომად” მიჩნეული.
მოდით, შევეშვათ ფეხბურთელებს და ვისაუბროთ პეპის მენეჯერულ ფილოსოფიაზე, როდესაც საქმე ეხება ტაქტიკებსა და ტრანსფერებს.
რასაკვირველია, პეპის უდიდესი შეცდომები არ შემოიფარგლება მხოლოდ იმ ფეხბურთელებით, რომლებიც კლუბმა იყიდა და გაყიდა, არამედ არიან ისეთებიც, რომლებიც არ უყიდიათ. რა შეიძლება ითქვას ტოპკლასის ფეხბურთელებზე, რომელთა სახელებიც სამი სეზონის განმავლობაში ტრიალებდა კლუბის გარშემო. ჩვენ ვერაფერს ვიზავთ, მაგრამ ვთვლით, რომ კლუბი ცოტა უფრო დინამიური უნდა ყოფილიყო სატრანსფერო ბაზარზე.
მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გულშემატკივრები იმედგაცრუებულნი უყურებდნენ მეზუთ ოზილის, კუნ აგუეროსა და ლუისს სუარესისადმი ”ბარსას” ხელმძღვანელების დამოკიდებულებას, როდესაც პეპი და ზუბი გულხელდაკრეფილნი ელოდნენ თუ რამდენს მისცემდათ მათ როსელი სახარჯავად. ბოლოს და ბოლოს, ბევრი ჩიოდა დიდი რაოდენობით ფულის ხარჯვაზე, როდესაც განხორციელდა დავიდ ვილიასა და ხავიერ მასკერანოს ტრანსფერები. დარწმუნებულები არ ვართ, რამდენად შეიძლება ეს ყველაფერი მიეწეროს პეპს და მის ფილოსოფიურ ხედვას სხვადასხვა საკითხების მიმართ, მაგრამ ერთი რამის თქმა დაბეჯითებით შეიძლება – პეპის სატრანსფერო პოლიტიკა არაფერს იწვევს გაკვირვების გარდა. ვის ჰყავდა ადრიანო შესასყიდ ფეხბურთელების სიაში?
მაგრამ ალბათ პეპი უკვე სწავლობს, რისი შედეგიცაა იბრაჰიმ აფელაის თითქმის გადაწყვეტილი ტრანსფერი ”პსვ”-დან. რა თქმა უნდა, ფილოსოფოსს ჰქონდა პატარა ”ნათლობა” ფეხბურთელების შეძენის საკითხში.
ჩვენ შეიძლება წკიპურტი ვკრათ ამ საკითხს და არასათანადო სისწრაფე სატრანსფერო ბაზარზე პეპის შეცდომად კი არა, მის სიძლიერედ მივიჩნიოთ. მას სჯერა ახალგაზრდების და სურს, რომ შანსი მისცეს. ასე რომ, ყველაფერი, რაც ეხება ამ საკითხს, შეიძლება გამოვიყენოთ მაშინ, როცა საქმე ეხება ჩვენს საკუთრებაში მყოფ ტიაგოს, ფონტასს და ორიოლ რომეუსს.
აღვნიშნეთ რა, რომ ეს ყველაფერი გვარდიოლას დაჟინებული იდეალებისთვის ხდება, უმეტესი ჩვენთაგანი შეშფოთებულია მიმდინარე სეზონში გუნდში ფეხბურთელთა რაოდენობით. მაშინ როდესაც ”მადრიდი” მოწოდების სიმაღლეზეა ყოველ ზაფხულს (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გამუდმებით ცდილობენ არ ჩამოგვივარდნენ არაფერში), ჩვენ რაოდენობის გაზრდაზე წინ ხარისხის გაზრდას და ბავშვებისთვის შანსის მიცემას ვაყენებთ, მაშინ როდესაც ეს ყველაფერი ძალზედ თვალწარმტაცია და თან ეკონომიკური თვალსაზრისითაც ჭკვიანური, მაგრამ როდესაც შენი ძირითადი გუნდი შედგება 17 ფეხბურთელისგან, უკვე განგაშის ზარები იწყებენ რეკვას.
დიახ, ბავშვების უმეტესი ნაწილი პეპს უფრო მძლავრად უკაკუნებენ კარზე, ვიდრე გასულ სეზონში, და აქვე აფელაისა და კიდევ შესაძლო ზამთრის ტრანსფერების მიუხედავად, ყველაფერი ისე დამღუპველი და ბნელი არ არის, თუმცა ჩნდება შეკითხვა, რამდენად გაუძლებს ეს მცირე შემადგენლობა ასეთ გრძელ სეზონს, თავიდან აირიდებს სერიოზულ ტრამვებს და შესაძლო დისკვალიფიკაციებს? ასე რომ, არის თუ არა ზემოხსენებული პეპის უდიდესი შეცდომა? გამოაშკარავდება სეზონის ბოლოს, თუ კლუბის თასების კაბინეტს ახალი თასი აღარ შეემატება.
მას შემდეგ, რაც ხუან ლაპორტამ დატოვა პრეზიდენტის პოსტი, ბევრს ეშინოდა, რომ პეპი აღარ გააგრძელებდა მუშაობას სანდრო როსელთან და ისიც ლაპორტას გზას გაყვებოდა. მადლობა ღმერთს, ეს შიშები არ გამართლდა და პეპმა კონტრაქტს ხელი მოაწერა. დამოკიდებულება ახალ პრეზიდენტსა და მენეჯერს შორის მშვიდია ჯერჯერობით, მაგრამ არის ერთი პიროვნება, რომელიც მჭიდრო კავშირში იყო ძველ რეჟიმთან, და რომელთანაც პეპს ახლო დამოკიდებულება აქვს, ვიღაცა, ვისი აზრები და იდეები უშუალოდ დაკავშირებულია პეპთან – და არა, ჩვენ არ ვსაუბრობთ ჩიკიზე.
ეს კაცი, რა თქმა უნდა, იოჰან კრუიფია, ”ბარსას” ლეგენდა, რომელიც პეპის ფილოსოფიის გიდია. ისტორია იწყება ასე: სწორედ იოჰანის რეკომენდაციით დაინიშნა პეპი მენეჯერად (მაურინიოს ნაცვლად). მაშინ როდესაც გულშემატკვირები გარკვევით მადლიერნი არიან კრუიფისა ამ საკითხში მისი ჩარევის გამო, აქვე ჩნდება შეკითხვა: რამდენად მიყვება პეპი კრუიფის მენეჯერობის მაგალითს?
კრუიფის მსგავსად, გვარდიოლაც ”მთლიანად-ფეხბურთის” იდეალის ერთგულია, რომელსაც არ გააჩნია ე.წ. ”გეგმა ბ”, როდესაც საქმე ეხება გარკვეული გუნდების მიერ სხვადასხვა სახის გამოწვევებს. ასეთმა კატეგორიულმა მიდგომამ შეიძლება მიგვიყვანოს უდიდეს სიამაყესა და წარმატებასთან, ან იმედგაცრუებასა და გულის გატეხვასთან. დიახ, ჩვენ გვსიამოვნებს, როცა გუნდი თამაშობს ისეთ ფეხბურთს, როგორსაც მიგვაჩვიეს, და ჩვენ ეს სტილი მთელს მსოფლიოს გვირჩევნია, მაგრამ როდესაც ჩვენს წინ აგურის კედელი შენდება, ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ მის გადასალახად რამდენიმე ვარიანტი გვქონდეს. ზუსტად ამის გამო ფანების უმეტესობა თვლის, რომ გვჭირდება ფიზიკურად ძლიერი ცენტრ-ფორვარდი.
თამაშისადმი უდრეკი მიდგომის გამო იოჰან კრუიფი გამუდმებით კონფლიკტში იყო ”ბარსას” მაშინდელ პრეზიდენტ ხოსეპ ლუის ნუნესთან და მის საბჭოსთან. იქნება თუ არა ასეთივე დაძაბულობა პეპსა და სანდროს შორის, თუ გუნდი ვერ გააგრძელებს მოგებებს?
არამარტო შემტევი ფეხბურთის თამაშმა შეიძლება დახიოს პეპი უკან, აესევე მისმა რაინდულმა მიდგომამ დაცვის მიმართ – როდესაც ხშირ შემთხვევაში გუნდი შეიძლება აღმოჩნდეს დაუცველი (იგულისხმება დაცვაში თამაში), მაშინ როდესაც ამისი საჭიროება არ არის. პეპი მოითხოვს, რომ გუნდმა ითამაშოს წინა ხაზში, და მხოლოდ ორ მცველს ტოვებს უკან და თამაშობს სტილით, რომელიც ცნობილია როგორც ”აღმგველი სისტემა” – სერხიო და მასკერანო ითვისებენ თავგადასავლების მოყვარულ გვერდითა მცველების როლს. ამას დავუმატოთ სურვილი პრობლემებისგან ყოველთვის ჩვენი სტილით თავის დაღწევისა, და შედეგად ვიღებთ გულშემატკივართა ნერვულ შეტევას.
მოდით ვისაუბროთ კრუიფის რეპუტაციის გავლენით პეპის მიდგომაზე ფეხბურთელების მიმართ. კრუიფი ცნობილი იყო იმით, რომ მას სურდა მშვიდი, ბედნიერი ”გემი”, სადაც მხოლოდ თვითონ იქნებოდა კაპიტანი. თუ ის იგრძნობდა, რომ რომელიმე ფეხბურთელი არყევდა მის გემს, ის ბევრს არ ყოყმანობდა ფეხბურთელის გემიდან გადაგდებაზე – სულ მცირე მის ტრანსფერზე დაყენებაზე. ის იყო ყველაფრის გამგებელი და მორჩა!
მიუხედავად ამისა, პეპი შედარებით უფრო რბილია, ვიდრე იოჰანი, თუმცა ორივე ერთი იდეოლოგიის მიმდევრებია არიან – არავინ არ დგას კლუბზე მაღლა, გუნდური მუშაობა და სასიამოვნო გარემო გასახდელში არის წარმატების საწინდარი. პეპი ერიდება თავისი გრძნობების გამოხატვას, როდესაც ფეხბურთელი იმაზე მაღლა დგება, ვიდრე მისი ადგილია. ამის სანაცვლოდ მან არაერთ მაღალი დონის ფეხბურთელს მიუთითა კლუბიდან გასასვლელი კარისკენ. ეს ერთგავარად კარგია სტაბილურობისა და თბილი ატმოსფეროს შესაქმნელად გუნდში, მაგრამ ამავდროულად შეიძლება უგუნურებამდე მიგიყვანოს, როდესაც ასეთი ”გარიყული” ფეხბურთელები განხეთქილების შემტანები ხდებიან. მაგალითად, იბრა.
ერთი რამ, რაც ჩვენმა ახლანდელმა მწვრთნელმა თავისი ყოფილი უფროსიდან ისწავლა, მედიასთან კონტაქტია. მენეჯერობის პერიოდში კრუიფს უამრავი ბრძოლა გადაუტანია ჟურნალისტებთან და სხვა მენეჯერებთან. მეორე მხრივ, პეპი ცდილობს ესეთი სახის უთანხმოებები თავიდან აიცილოს და ახერხებს იყოს უფრო ყურადღებიანი და წინდახედული მიკროფონების წინ. იქნებ კრუიფთან მუშაობისას პეპმა უფრო მეტი ისწავლა ვიდრე მხოლოდ ფეხბურთის თამაში?
სწორედ კრუიფმა, მისმა იდეებმა და ფილოსოფიამ უბიძგა პეპს და გუნდს იმ ადგილისკენ სადაც ეხლა არიან, და მაინც კვლავ აქტუალურია შეკითხვა – არის თუ არა პეპის უდიდესი შეცდომა ის, რომ მან ზედმეტად კარგად ისწავლა კრუიფის გაკვეთილები? დარჩა თუ არა კატალონიელი გაჭედილი საკუთარ მტკიცე მორალსა და ფილოსოფიაში?
ჩვენი ”ეპიკური” ტურნე დასასრულს უახლოვდება. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ პეპის მიმართ რწმენა ცოტა არ იყოს, ”გაბზარულია”. და მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ მუდმივად გვახსოვს, რომ პეპმა ეს ყველაფერი გააკეთა. და ეს ყველაფერი მან თავისი მმართველობის 18 თვეში მოასწრო. იმ დიდებული და მაგიური ”სექსტეტის” შემდეგ სადღა უნდა წავიდეთ? დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ამ მიღწევის გამეორება შეუძლებელია.
იქნებ ჩვენ ძალიან პესიმისტურებიც ვართ? იქნებ ყველაფრის განმეორება შევძლოთ? იქნებ ჩვენ მივაღწიოთ ”უემბლიმდე” და დავამარცხოთ ”მადრიდი” ფინალში? იქნებ ჩვენ მოვიგოთ ლიგა მომდევნო ათი წლის განმავლობაში პეპის მეთაურობით? იქნებ ჩვენ ყველაფერი მოვიგოთ და ვაიძულოთ “ფიფა” ჩვენთვის შექმნას ახალი ტურნირი, სადაც ვითამაშებთ? მათ შეუძლიათ დაარქვან ამას გვარდიოლას თამაში და ეს ყველაფერი შექმნილი იქნება იმისთვის, რომ ყოფილმა, ახლანდელმა და მომავალმა ფეხბურთელებმა იბრძოლონ იმისთვის, რომ დაამტკიცონ, თუ ვის უფრო ძლიერ უყვარს პეპი.
ამ ყველაფრის მიუხედავად, ეს კაცი არის ”ბარსელონას” ცოცხალი ლეგენდა. დიახ, მან დაუშვა შეცდომები, მაგრამ არ მოიძებნება ”ბარსას” გულშემატკივარი, რომელიც არ იტყვის, რომ პეპმა ეს ყველაფერი გააკეთა ”ბარსას” ინტერესებისთვის, და რომ ყველაფერი მოდიოდა მისი გულიდან. ის არის ახალგაზრდა, ინტელიგენტი, ღირსეული და ამ ყველაფერთან ერთად, ბრილიანტი. ის არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენ ვართ იქ, სადაც ვართ, ვისხდეთ აქ და განვიხილავდეთ ”ბლაუგრანას” ოქროს ხანას, სადაც სილამაზე და კრეატიულობა მეფობს. სადაც სახლში გაზრდილი ფეხბურთელები იგებენ თასებს, სადაც მათი თამაში მსოფლიოს ანათებს, სადაც სახელი ”ბარსა” იმაზე მეტს ნიშნავს, ვიდრე ოდესმე.
პეპის წყალობით ჩვენ ვართ კლუბი, რომლის თამაშისკენ მთელი მსოფლიო მიისწრაფვის.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, იქნებ ჩვენ უნდა შევეშვათ მის შეცდომებზე საუბარს. თქვენ როგორ ფიქრობთ?