“ბარსელონას” ხელმძღვანელობა უარყოფს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანია “პეპსიმ” მათ სასპონსორო თანამშრომლობა შესთავაზა.
მოგეხსენებათ, მედიაში გავრცელდა ჭორები იმის შესახებ, რომ შეიძლება, მომდევნო სეზონიდან “ბლაუგრანას” სათამაშო მაისურზე ახალი სპონსორი გამოჩნდეს. აგრეთვე, არც უსპონსოროდ ყოფნა გამოირიცხა.
თუმცა, კატალონიელები თავიანთ ამჟამინდელ სპონსორთან, “ყატარის ავიახაზებთან” მოლაპარაკებებს აგრძელებენ.
ცნობილია, რომ ყატარელები “ბარსელონასთან” ახალი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე ოპტიმისტურად არიან განწყობილნი.
შეგახსენებთ, “ბლაუგრანასა” და “ყატარის ავიახაზებს” შორის არსებული კონტრაქტი 2016 წლის ზაფხულში იწურება. აზიელები ყოველწლიურად, ბონუსებთან ერთად, 33 მილიონ ევროს იხდიან.