workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ინიესტა:”იმედი მაქვს ალვეში დარჩება”

ინიესტა:”იმედი მაქვს ალვეში დარჩება”

კატალონიის “ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ, გამოხატა თავისი აზრი დანი ალვესთან დაკავშირებით, მოგეხსენებათ, კატალონიელები ცდილობენ, რომ კონტრაქტი გაუხანგრძლივონ ბრაზილიელს. ანდრესს დიდი სურვილი აქვს, რომ ბრაზილიელმა კონტრაქტი გაახანგრძლოვოს და რაც შეიძლება დიდი ხნით დარჩეს “ბარსელონაში.” ესპანელ ნახევარმცველს მიაჩნია, რომ დანი ალვესი გუნდისათვის საკმაოდ დიდი ძალაა და მისი დამსახურებაცაა კლუბის მიერ მოპოვებული ტიტულები.
“მე ძალიან მინდა, რომ ალვეშმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს. იგი არის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი თავის პოზიციაზე და ძალიან მაღალი დონის გუნდებს სურთ მისი ყიდვა.”-განაცხადა ანდრეს ინიესტამ და აქვე დასძინა, რომ მას ძალიან დიდი სურვილი აქვს, პუიოლის მსაგსად, “ბარსელონას” მაისურით საიუბილეო მე-500 მატჩი ითამაშოს. შეგახსენებთ, რომ პუიოლმა თავისი მე-500 მატჩი “ბარსას” შემადგენლობაში, გასულ კვირას, “ვილიარეალის” წინააღმდეგ ითამაშა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში