“ვალენსიას” ცენტრალური მცველი შკოდრან მუსტაფი ესპანეთის თასის 1/2-ფინალის პირველ მატჩში “ბარსელონასთან” 0:7 წაგებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამ შედეგმა მისი გუნდი რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ჩააგდო.
“გვსურს გულშემატკივრებს ბოდიში მოვუხადოთ. თუმცა, არ შეიძლება პატიებას ითხოვდე და მომხდარზე თავად არანაირ რეაგირებას არ ახდენდე. ახლა, სხვა გუნდებზე საუბრის დრო არაა.
განწყობა უნდა ავიმაღლოთ, მაგრამ ეს ადვილი არაა. უახლოეს დღეებში ნამდვილი მამაკაცებივით უნდა მოვიქცეთ. არ ვუყურებ იმას, თუ ვინ დაუშვა შეცდომა. ჩვენ ერთიანი გუნდი ვართ როგორც წარმატებულ, ასევე წარუმატებელ პერიოდში.
გუნდი ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, მაგრამ მე ამ გუნდის მჯერა და სწორედ ამიტომ მოვაწერე მასთან კონტრაქტს ხელი.
ბევრი ჩვენგანისთვის ეს თამაში კარიერაში ყველაზე ცუდი იყო. განმეორებითი შეხვედრა არა ფინალში გასასვლელად, არამედ ბოდიშის მოსახდელად გვჭირდება.”