“ბარსელონა ბ” 1 – 0 “ესპანიოლ ბ”

“ბარსელონა ბ” 1 – 0 “ესპანიოლ ბ”

შაბათს “ბარსელონა ბ-მ” “ესპანიოლ ბ” ანგარიშით 1-0 დაამარცხა “მინი ესტადიზე” და ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო. ეს გუნდისთვის ამ სეზონში პირველი მოგებათა სერიაა.

ერთადერთი გოლი 57-ე წუთზე გაიტანა კამარამ. ეს ფეხბურთელის მეოთხე გოლია მიმდინარე გათამაშებაში. გოლის გაშვებიდან 2 წუთის შემდეგ “ესპანიოლ ბ-ს” ფეხბურთელი გაუძევეს. ანტონიო კრისტიანმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო პერეას წინააღმდეგ წესების დარღვევის გამო.

აღსანიშნავია, რომ “ბარსელონას” სარეზერვო გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდა, აკონტროლებდა თამაშის მსვლელობას და ფლობდა ბურთს.
“ბარსელონა ბ” კიდევ უფრო დაშორდა გასავარდნ ზონას და მე-12 ადგილზე გადავიდა.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია