სპორტული პრესის საერთაშორისო ასოციაციამ (AIPS) 2015 წელი შეაჯამა და გამარჯვებულები სამ ნომინაციაში გამოავლინა. ერთ-ერთ ნომინაციაში “ბარსელონამ” მოიგო, ერთში კი, ლეო მესი მე-3 ადგილზე გავიდა.
გამოკითხვაში მონაწილეობა 91 ქვეყნის სპორტულმა ჟურნალისტებმა მიიღეს. წლის საუკეთესო მამაკაც სპორტსმენად უსეინ ბოლტი დასახელდა, რომელმაც ხმების 27.74% მიიღო. მე-2 პოზიცია, 26.71%-ით, ნოვაკ ჯოკოვიჩმა დაიკავა, მე-3 ადგილზე კი, 13.11%-ით, ლიონელ მესი გავიდა.
წლის საუკეთესო ქალ სპორტსმენებად სერენა უილიამსი, გენზებე დიბაბა და დაფნა სჰიპერსი დასახელდნენ.
წლის საუკეთესო გუნდი კი “ბარსელონა” გახდა, რომელმაც ხმების 30.2% მიიღო. შემდეგ მოდიან ახალი ზელანდიის რაგბის ნაკრები (18.02%) და “გოლდენ სტეიტი” (10.61%).