“ბარსელონა ბ”-ს 20 წლის მარცხენა მცველი ალეხანდრო გრიმალდო კარიერას პორტუგალიურ “ბენფიკაში” განაგრძობს. ამ ინფორმაციას კატალონიური კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს.
“ბენფიკა” გრიმალდოში 1.5 მილიონ ევროს გადაიხდის. შეთანხმება ფეხბურთელის გაყიდვის შემთხვევაში “ბარსელონასთვის” პროცენტის გადახდასაც ითვალისწინებს.
გრიმალდო, რომელიც აქამდე “ბარსა ბ”-ს კაპიტანი იყო, კატალონიურ ლუბს 2008 წელს შეუერთდა. თავდაპირველად ის შემტევი ნახევარმცველი იყო, მაგრამ “ბარსელონაში” ფეხბურთელმა დაცვაში თამაში დაიწყო.