კატალონიის ნაკრებში “ბარსელონას” 7 ფეხბურთლი გამოიძახეს

კატალონიის ნაკრებში “ბარსელონას” 7 ფეხბურთლი გამოიძახეს

26 დეკემბერს, “კამპ ნოუზე” კატალონიისა და ბასკეთის ნაკრებებს შორის გასამართი ამხანაგური მატჩისთვის მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა “ბარსელონას” შვიდ ფეხბურთელს უხმო.

ხერარდ ლოპესმა, რომელიც “ბარსა ბ”-სა და კატალონიის ნაკრების მწვრთნელია, ხორდი მასიპი, ალეიშ ვიდალი, მარკ ბარტრა, ხერარდ პიკე, ხორდი ალბა, სერხიო ბუსკეტსი და სერხი რობერტო გამოიძახა.

კატალონიელთა სრული განაცხადი ასე გამოიყურება:

მეკარეები: პაუ ლოპესი (“ესპანიოლი”), ხორდი მასიპი (“ბარსელონა”);

მცველები: მარტინ მონტოია (“ინტერი”), ალეიშ ვიდალი (“ბარსელონა”), მარკ ბარტრა (“ბარსელონა”), ხერარდ პიკე (“ბარსელონა”), ხორდი ალბა (“ბარსელონა”), დე ლა ბელა (“სოსიედადი”), დიდაკ ვილა (აეკ), ვიქტორ ალვარესი (“ესპანიოლი”);

ნახევარმცველები: ხავი მარტინესი (“გრანადა”), სერხიო ბუსკეტსი (“ბარსელონა”), ხოან ვერდუ (“ფიორენტინა”), პიტი (“გრანადა”), სერხი რობერტო (“ბარსელონა”), დავიდ ლოპესი (“ნაპოლი”), ხოან ჟორდანი (“ესპანიოლი”);

თავდამსხმელები: სერხიო გარსია (“ალ რაიანი”), ალვარო ვასკესი (“ხეტაფე”), კეიტა ბალდე (“ლაციო”), ვიქტორ როდრიგესი (“ხეტაფე”), ხერარდ მორენო (“ესპანიოლი”).

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward