ბოიანი: “ბარსელონას” მსგავსად თამაში რთულია”

ბოიანი: “ბარსელონას” მსგავსად თამაში რთულია”

“სტოკ სიტის” თავდამსხმელი ბოიან კრკიჩი, რომელიც წარსულში “ბარსელონაში” ირიცხებოდა, აცხადებს, რომ კატალონიური კლუბის მსგავსად თამაში რთულია.

“რა თქმა უნდა, გუნდებს სხვადასხვა სტილი აქვთ. მე და მარკ მუნიესა “ბარსელონადან” გადმოვედით, თუმცა “სტოკ სიტის” სტილით უნდა ვითამაშოთ. გვინდა, ვაჩვენოთ კარგი ფეხბურთი. “ბარსელონას” მსგავსად თამაში რთულია და ამის გაკეთებაც არ გვინდა. გვსურს, თამაშისგან სიამოვნება მივიღოთ და რა თქმა უნდა, მოვიგოთ მატჩები”.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი