ალვესი: “რეალი” ესპანეთის თასიდან უნდა მოხსნან”

ალვესი: “რეალი” ესპანეთის თასიდან უნდა მოხსნან”

კატალონიური გუნდის ბრაზილიელი მარჯვენა მცველი დანი ალვესი მიიჩნევს, რომ მადრიდის “რეალი”, რეგლამენტის დარღვევის გამო, ესპანეთის თასიდან უნდა მოიხსნას.

შეგახსენებთ, რომ სამეფო თასის 1/16-ფინალის პირველ მატჩში, “კადისთან’ დაპირისპირებისას, “რეალმა” მოედანზე დენის ჩერიშევი გაიყვანა, რომელიც დისკვალიფიცირებული იყო. ამის გამო, მადრიდულ გუნდს ტურნირიდან მოკვეთა ემუქრება.

“ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს ისეთ კლუბში, როგორიც “რეალია”. მადრიდელები, რეგლამენტის თანახმად, გათამაშებიდან უნდა მოხსნან. მომხდარს არანაირი გამართლება არ აქვს.

“რეალის” მიმართ ზიზღი არ მაქვს და არ მინდა, რომ ეს გუნდი მე-2 დივიზიონში ვიხილო. “რეალი” “ბარსელონას” უკეთ თამაშს უზრუნველყოფს.”

pedal_bike

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward