workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

sensors LIVE
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 18:15

ვალენსია

ვალენსია ლოგო
0 - 3
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
იამალი 6'sports_soccer ფერმინი 22'sports_soccer რაფინია 50'sports_soccer
სტეფ კარი: “მე და მესი ერთ სტილში ვთამაშობთ. მისი  გულშემატკივარი ვარ”

სტეფ კარი: “მე და მესი ერთ სტილში ვთამაშობთ. მისი გულშემატკივარი ვარ”

NBA-ს ვარსკვლავი და გასული გათამაშების საუკეთესო კალათბურთელი სტეფ კარი “ბარსელონას” არგენტინელ ლიდერზე, ლიონელ მესიზე საუბრობს.

“ჩვენ ორივე გამომგონებლები ვართ. როდესაც მინდორზე და პარკეტზე ვიმყოფებით, ხელოვნები ვხდებით. ყოველთვის ვცდილობ ხელის ლამაზი მოძრაობით ვითამაშო, გავაკეთო კროსოვერი და საკუთარ თამაშს რამე განსაკუთრებული შევმატო. ეს იგივე სტილია, რომლის დემონისტრირებასაც ლეო მესი ახდენს.

მესის დიდი გულშემატკივარი ვარ და მისი თამაშის ყურებით დიდ სიამოვნებას ვიღებ. არასდროს იცი, რას მოიმოქმედებს ის. როდესაც ტელევიზორში მესი ჩანს, ყველა ეკრანსაა მიშტერებული, რადგან როგორც კი ის ბურთს ეხება, რაღაც განსაკუთრებული ხდება. ასეთი ნიჭი უნდა დავაფასოთ.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward