“პარი სენ ჟერმენის” ახალგაზრდა ბრაზილიელი ცენტრალური მცველი მარკინიოსი “ბარსელონას” ინტერესთა სფეროში მოექცა. ამ ინფორმაციას ესპანური Mundo Deportivo ავრცელებს.
წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონას” მარკინიოსის ყიდვა იანვარში უნდა და პსჟ-ს შეთავაზებას გაუკეთებს. როგორც ცნობილია, 21 წლის ფეხბურთელს ფრანგული კლუბიდან წასვლა უნდა, რადგან, ბოლო დროს, ის სასტარტოში ვეღარ ხვდება.
მარკინიოსი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის დაწყებამდე კატალონიურ კლუბში გადასვლასთან ახლოს იყო, თუმცა ტრანსფერი არ შედგა.
“ბარსელონასთვის” ყველაზე პრიორიტეტული მარკინიოსია, თუმცა კლუბი ჯონ სტოუნზს (“ევერტონი”), ხოსე ხიმენესსა (“ატლეტიკო”) და ემერიკ ლაპორტისაც (“ატლეტიკი”) აკვირდება.