workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კოუტინიოს “ბარსელონაში” თამაში უნდა

კოუტინიოს “ბარსელონაში” თამაში უნდა

კატალონიური Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფილიპ კოუტინიოს “ბარსელონაში” გადასვლით არა მხოლოდ ესპანური კლუბი, არამედ თავად ფეხბურთელიცაა დაინტერესებული.

“ბარსელონა” რომ 23 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელის შეძენითაა დაინტერესებული, ეს სიახლეს არ წარმოადგენს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ კატალონიელები მზად არიან გამოსასყიდი თანხა 30 მილიონიც გადაიხადონ.

მას შემდეგ, რაც “ლივერპულმა” გუნდის მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი დაითხოვა, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს კოუტინიოს კლუბის გამოცვლა უნდა და ის მზადაა კარიერა “ბარსელონაში” განაგრძოს. თუმცა, ივარაუდება, რომ ტრანსფერი მომდევნო ზაფხულამდე არ შედგება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward