დღეს ესპანეთის დროით 19:00 ,,ბარსელონას” ფეხბურთელები ჩაფრინდებიან მადრიდში. ,,ხეტაფესთან” გასვლით თამაშს აქვს თავისებურება – ყოველ წელს, კოლიზეუმის სტადიონზე მოგების შემთხვევაში ,,ბარსელონა” იგებდა ლიგას.
შვიდი წლის წინ ,,ხეტაფეს” დებიუტი ჰქონდა ლა ლიგის პირველ დივიზიონში. ამ წლიდან ,,ბარსელონა” – ,,ხეტაფის” დაპირისპირება ყოველთვის დაძაბული და სანახაობრივი იყო.
5 დღე მოსამზადებლად
ბოლო მატჩისგან განსხვავებით, ,,ბარსელონა” უნდა იყოს უკეთეს ფორმაში. (,,კოპენჰაგენთან” მესიმ მეასე გოლი გაიტანა გვარდიოლას ერაში). დანიელებმა მაქსიმალურად შეუშალეს ხელი ,,ბარსელონელებს” შეტევის წამოწყებაში.
,ბარსელონას” ჰქონდა 5 დღე სავარჯიშოდ და შეცდომების გამოსასწორებლად. თვრამეტივე ძირითადი გუნდის ფეხბურთელი მზადაა დაამარცხოს ,,ხეტაფე”, რომელთავ მეცხრამეტე ტიაგო ალკანტარა დაეხმარება.
რეკორდი
,,ბარსელონას” შეუძლია მოხსნას თავისივე რეკორდი. ,,ბარსელონას” ამ სეზონში ზედიზედ ოთხჯერ გაიმარჯვა. ,,ბარსელონას” რეკორდამდე 2 გამარჯვება აკლია.
,,ხეტაფემ” უნდა იბრძოლოს
,,ხეტაფემ” სახლში ბოლო ორი თამაში წააგო ,ატლეტიკო ბილბაოსთან” 0-3 და ,,შტუტგარდთან” ევროპა ლიგაზე ასევე 0-3. ასევე დაშავებულია თავდამსხმელი ადრიან კოლუნგა. გუნდ დაუბრუნდნენ მიგელ ტორესი, გავილანი და მარიო.