“ბარსელონასა” და არგენტინის ნაკრების ლიდერისთვის, ლიონელ მესისთვის, გუშინ ღამით ბოლივიის ეროვნულ გნუდთან მატჩში დუბლის შესრულება განსაკუთრებული იყო. ბოლივია ბოლო სამხრეთ ამერიკული გუნდი იყო, რომლის კარშიც მესის გოლი არ ჰქონდა გატანილი.
გუშინ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში მესი მოედანზე 65-ე წუთზე გამოვიდა, მაგრამ მან დუბლის შესრულება მაინც მოასწრო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ლეოს გოლი ყველა სამხრეთ ამერიკული მეტოქის კარში აქვს გატანილი და ის პირველი არგენტინელია, რომელმაც ამ შედეგს მიაღწია.
მესი ისტორიაში მე-4 ფეხბურთელი გახდა, რომელმაც გოლი 9 სამხრეთ ამერიკულ გუნდს გაუტანა. აქამდე იგივე შედეგი ზიკოს (ბრაზილია), არნოლდო იგუარანსა (კოლუმბია) და აგუსტინ დელგადოს (ეკვადორი) ჰქონდათ.