ადურისი: “ბარსელონას” ყველაფერი შეუძლია”

ადურისი: “ბარსელონას” ყველაფერი შეუძლია”

ბასკური “ბილბაოს” თავდამსხმელი არიც ადურისი მიიჩნევს, რომ “ბარსელონას”, ესპანეთის სუპერ თასის განმეორებით მატჩში, სასურველი შედეგის დაფიქსირება შეუძლია.

“კატალონიელებს ყველაფერი შეუძლიათ. შევეცდებით, გოლი გავიტანოთ და მეტოქეს 4 ბურთის გატანის საშუალება არ მივცეთ.” – განაცხადა ადურისმა.

დღევანდელ დაპირისპირებასთან დაკავშირებით კომენტარები “ბილბაოს” სხვა ფეხბურთელებმაც გააკეთეს.

სან ხოსე: “ძალიან გაგვიჭირდება, მაგრამ არაფრის გვეშინია. მეტოქეს თავისი თამაშის ჩვენებისა საშუალება არ უნდა მივცეთ და თავი კომფორტულად არ უნდა ვაგრძნობინოთ.”

დე მარკოსი: “ყველამ ვიცით, რომ “ბარსელონას” ორრაუნდიანი დაპირისპირების შემობრნუნება შეუძლია, მაგრამ ფრთხილად თამაშს ვაპირებთ.”

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის სუპერ თასის პირველი თამაში “ბილბაომ” 4:0 მოიგო. განმეორებითი შეხვედრა დღეს, 00:00 საათზე გაიმართება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward