რობერტ ფერნანდესი კატალონიის “ბარსელონას” ახალი ტექნიკური დირექტორი გახდება. ამის შესახებ განცხადება ორშაბათს, ლოს-ანჯელესში კლუბის დირექტორმა სპორტულ საკითხებში – ალბერტ სოლერმა გააკეთა.
ახალი პერსონა “ბარსას” შტაბში ლუის ენრიკეს მოთხოვნებზე იმუშავებს, სპეციალისტს სურდა, რომ ამ პოსტზე საიმედო პიროვნება დანიშნულიყო, რომელიც მას ხელს შეუწყობდა პირველი გუნდის განვითარებაში.
ფერნანდესი “ბარსელონას” რიგებში 1986-1990 წლებში გამოდიოდა და ის ამ პოსტისთვის კლუბის კიდევ ერთ ექს-ფეხბურთელთან – მიგელ ანხელ ნადალთან იბრძოდა.