“ბარსელონა ბ”-ს ახალ მთავარ მწვრთნელად ხერარდ ლოპესი დაინიშნა. ამ ინფორმაციას კატალონიური კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს.
აქამდე ლოპესი “ბარსელონას” ახალგაზრდულ გუნდებს წვრთნიდა. მან “ბარსა ბ”-სთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 36 წლის სპეციალისტი, რომელიც კატალონიური კლუბის აღზრდილია, პირველ გუნდში 2000-05 წლებში თამაშობდა. მან, ამ დროის განმავლობაში, 140 შეხვედრა ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.


