ინგლისური ”Daily Mail”-ის ცნობით ”ბარსელონამ” დაუჯერა არსენ ვენგერის სიტყვებს, რომ სესკ ფაბრეგასი უახლოეს წლებს ლონდონის ”არსენალში” გაატარებს. მათ უკვე სესკის შემცვლელის ძებნა დაიწყეს. ყველაზე მეტად ”ბარსელონას”, თავის მწვრთნელის აზრით ლუკა მოდრიჩი შეეწყობა, რომლის მიმართაც კატალონიელები ინტერესს რამდენიმე წლის წინათაც იჩენდნენ.
ინგლუსირი პრესის ცნობით ”ბარსელონა” მზადაა ხორვატში 40 მილიონი ევრო გადაიხადოს. შეგახსენებთ, რომ ”ტოტენჰემმა” ლუკაში 2-ჯერ ნაკლები თანხა გადაიხადა. ასეთმა შეთავაზებამ შეიძლება დაარწმუნოს კლუბის ხელმძღვანელები და გაუშვანან თავიანთი ნახევარმცველი.



