ურუგვაელმა ლეგენდამ დიეგო ფორლანმა ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” ფორვარდზე ნეიმარ ჟუნიორზე ისაუბრა.
“მას “ბარსელონაში” ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა. მან აჩვენა არა მხოლოდ თავისი საოცარი ინდივიდუალური თამაში, არამედ მესისთან და სუარესთან ერთად შერწყმული. ზოგჯერ თამაშის დროს იკარგებოდა, მაგრამ ბოლოს მატჩს არაჩვეულებრივად ასრულებდა.
ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, რომელიც თამაშობს მსოფლიოს საუკეთესო გუნდში. მას გააქვს გოლი, მუშაობს პუბლიკის განწყობაზე და ბურთით ჯადოქრობებს აკეთებს. ნეიმარი ალბათ ერთი ნაბიჯით ჩამორჩება მესისა და კრიშტიანუ რონალდუს და სავარაუდოდ ორივე მოთამაშე კვლავ მსოფლიოში საუკეთესოები იქნებიან, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მესი მასზე 5 წლით უფროსია, ხოლო რონალდუ 7 წლით. რამდენიმე წელიწადში იგი გახდება მოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი.
როდესაც ნეიმარი თამაშობს ეროვნულ ნაკრებში ბრაზილიელ ფეხბურთელებს მისი სჯერათ. გუნდი არასოდეს არ უნდა დაეყრდნოს მხოლოდ ერთ მოთამაშეს, მაგრამ ის არის გამორჩეული ფეხბურთელი და ბრაზილიის ნაკრები მის გარეშე იგივე გუნდი არაა. ნეიმარის გარეშე ტურნირიც უფრო სუსტია.”