ახალგაზრდა ფეხბურთელი ნასიამოვნებია ანდალუსიელებთან გადასვლაში.
ჩავი ტორესს არ დაუმალავს, რომ როდესაც ”მალაგამ” მის მიმართ ინტერესი გამოიჩინა, მეორდ აღარ დაფიქრებულა “ბარსელონა B” -ს დატოვებაზე.
ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა ანდალუსიელების პირველი შენაძენი საფხულის სატრანსფერო ფანჯარაში. მას დიდი იმედი აქვს, რომ იქ ექნება უფრო მეტი სათამაშო დრო, ვიდრე ჰქონდა “ბარსელონაში”.
გამომცემლობა ‘MARCA’ -სთან საუბარში ჩავი ტორესმა თავისსავე ტრანსფერზე განაცხადა:
“ყოველთვის მინდოდა ისეთ კლუბში მეთამაშა, რომელიც პრიმერა დივიზიონში ასპარეზობდა, მაგრამ არ მეგონა თუ ყველაფერი ასე კარგად დასრულდებოდა.”
“მე ვთქვი, რომ “მალაგას” უნდოდა ჩემი კლუბში შეერთება ოთხი წლის განმავლობაში, მაგრამ ისინი იყვნენ ძალინ აღგზნებულები ამ თემასთან დაკავშირებით. თუმცა ახლა ამაზე აღარ ვფიქრობ.” – განაცხადა ტორესმა marca – სთან ინტერვიუში.
ამ ფეხბურთელმა “ბარსელონას” პირველ შემადგენლობაში სულ ორად-ორჯერ ითამაშა, ისიც სეზონის მიწურულს, როდესაც ლა ლიგის ჩემპიონი უკვე გარკვეული იყო.
22 წლის ფეხბურთელმა ასევე დაამატა, რომ მან ისაუბრა პეპ გვარდიოლასთან მისი ტრანსფერის თაობაზე და უთხრა, რომ ის მიდიოდა “დიდ კლუბში”.
წყარო www.goal.com