რამდენიმე დღიანი ინდივიდუალური ვარჯიშების შემდეგ გუნდს ტრავმირებული ჩავი და მილიტო დაუბრუნდნენ…
გვარდიოლას დღევანდელი ვარჯიშისთვის ყველა ფეხბურთლის გამოძახება შეეძლო. ახლა “ბარსა” “სევილიასთან” მატჩისთვის ემზადება. “ბოსისთვის” დღეს ყველაზე კარგი ამბავი კი ტრავმირებული ფეხბურთელების დაბრუნება გახლდათ.
გაბი მილიტომ ტრავმის მიღება 18 ოქტომბერს, ვარჯიშზე მოახერხა, ხოლო ესპანელმა ნახევარმცველმა “ვალენსიასთან” თამაშის შემდეგ განაცხადა, რომ მას მცირე ტკივილები ისევ აწუხებდა. მან “კოპენჰაგენთან” მატჩის ბოლო წუთებში ითამაშა, ხოლო “საროგასასთან” და “სეუტასთან” საერთოდ არ უთამაშია.
პირველი გუნდიდან ვარჯიშს მხოლოდ ხეფრენი არ დაესწრო, რომელიც გუნდს დაახლოებით 4 კვირით ვერ დაეხმარება. მან ტრავმა “სეუტასთან” მატჩში მიიღო. “ბარსა ბ”–დან ამ ვარჯიშს ტიაგო ალკანტარა დაესწრო.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ფეხბურთელებმა პირველად ივარჯიშეს ამ წლის ყვითელი ბურთით, რომელსაც “ზამთრის ბურთს” უწოდებენ.


