როგორც მოგეხსენებათ, გუშინ “ბარსას” ბრაზილიელმა მცველმა, მაქსველმა “სეუტას” კარის დალაშქვრა შეძლო…
ალბათ “სამეფო თასის” ეს შეხვედრა მას მთელი ცხოვრება ემახსოვრება, რადგანაც ეს “ბარსას” შემადგენლობაში მისი პირველი ოფიციალური გოლი იყო. მას გოლი “ვალერგანას” წინააღმდეგაც აქვს გატანილი, მაგრამ ეს მატჩი ამხანაგურად ითვლება.
გოლის გატანა ბრაზილიელმა თამაშიდან 15 წუთში შეძლო. მან ბურთი ბოიან კრკიჩთან გაითანაშა, რის შემდეგაც მან ოფიციალურ მატჩებში პირველი გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, რომ ოფიციალურ მატჩებში მაქსველი “ბარსას” მაისურით 47–ჯერ არის გამოსული. “ამ მომენტში ბოიანმა შესანიშნავად იმოქმედა. მე შევძელი და ჩემთვის და მთელი გუნდისთვის მნიშვნელოვანი გოლი გავიტანე,” განაცხადა ბრაზილიელმა.
მაქსველს გოლები მის წინა გუნდებშიც აქვს გატანილი. როდესაც იგი “აიაქსის” შემადგენლობაში ირიცხებოდა მან მეტოქის კარის დალაშქვრა, 5 წლის მანძილზე მხოლოდ ერთხელ შეძლო. “ინტერის” შემადგენლობაში კი მას მეტოქესთვის 2–ჯერ აქვს გოლი გატანილი.
გოლის გარდა ბრაზილიელმა საგოლე პასის გაკეთებაც მოახერხა. სწორედ მისი გადაცემის შემდეგ გაიტანა პედრომ მეორე გოლი. “მე დავინახე ტიაგო, რომელიც საჯარიმოსკენ მირბოდა და ბურთის მისთვის გადაცემა გადავწყვიტე, მაგრამ საბოლოოდ გოლის გატანა პედრომ შეძლო,” განაცხადა მაქსველმა მატჩის შემდეგ.