workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რიბერი განმეორებით მატჩშიც ვერ ითამაშებს

რიბერი განმეორებით მატჩშიც ვერ ითამაშებს

მიუნხენის “ბაიერნის” ფრანგი შემტევი ფრანკ რიბერი მონაწილეობას “ბარსელონასთან” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით მატჩშიც ვერ მიიღებს.

32 წლის ფეხბურთელს 11 მარტის შემდეგ არ უთამაშია. მიუნხენური გუნდის წარმომადგენლები მის “ბარსელონასთან” გასამართი განმეორებითი მატჩისთვის დაბრუნებას ვარაუდობდნენ, მაგრამ როგორც ირკვევა, ეს არ მოხდება.

“ძალიან გაბრაზებული ვარ, რადგან კარგი შედეგების ჩვენება მინდოდა. დროულად გამოჯანმრთელებისთვის თავდაუზოგავად ვშრომონდი, მაგრამ კოჭის ტრავმის მორჩენა მაინც ვერ მოხერხდა. დავიღალე!” – განაცხადა რიბერიმ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward