“ბარსელონას” ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა, ესპანეთის ჩემპიონატის 35-ე ტურში “კორდობას” დამარცხების (0:8) შემდეგ, კომენტარი გააკეთა.
“ყოველთვის მნიშვნელოვანია პირველი გოლის გატანა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს მე გავაკეთე. ადვილი მატჩი არ ყოფილა, რადგან “კორდობა” კომპაქტურად თამაშობდა დაცვაში, მაგრამ, საბოლოოდ, მივაღწიეთ წარმატებას და სრული დომინირება დავიწყეთ.
მესიმ თერთმეტმეტრიანის შესრულების საშუალება ნეიმარს მისცა? ეს ამტკიცებს, როგორი კარგი ურთიერთობა სუფევს გუნდში.
იმედი მაქვს, “ბაიერნთან” მატჩებში შევძლებთ იმავეს გამეორებას, რაც ბოლო რამდენიმე კვირაში გავაკეთეთ.
ვნახოთ, როგორ გავაგრძელებთ შემდეგ. ჩვენ ერთი დიდი, ნამდვილი ოჯახი ვართ”.