კვირის ვარჯიშის შემდეგ სეიდუ კეიტამ ჟურნალისტებთან ისაუბრა. ამ საუბარში მან განაცხადა, თუ როგორ სურს სამეფო თასის მოგება ამ სეზონში და აღნიშნა, რომ მისი გუნდის თამაში და შედეგი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.
კეიტამ განაცხადა: ”გუნდი წესრიგშია. ეხლა ყველაზე მთავარი კარგად თამაში და მატჩების მოგებაა. გოლები და პოკერები კიდევ იქნება, ყველაზე მთავარი მოძრაობაა, რაც ჩვენ თამაშებში გვაქვს”. კითხვაზე რატომ თამაშობს ”ბარსა” სტუმრად უფრო შედეგიანად ვიდრე ”ნოუ კამპზე” კეიტამ უპასუხა: ”სახლში ჩვენ მხოლოდ ერთი მატჩი წავაგეთ. მოწინააღმდგეები ”ნოუ კამპზე” მოდიან თამაშის ჩასაკეტად. გასვლაზე ჩვენ 4 მატჩი მოვიგეთ, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. სახლში ვთამაშობთ თუ გასვლაზე ყველგან უნდა გავიმარჯვოთ”.
ტაქტიკა
კეიტა არ თვლის, რომ ”ბარსელონამ” ”სარაგოსას” გვარდიოლას ახალი ტაქტიკის გამო მოუგო: ”ბოსი” გვეუბნება როგორ უნდა ვითამაშოთ და ჩვენც ვასრულებთ, მაგრამ განლაგება არ თამაშობს დიდ როლს, მთავარია მოედანზე გამოვიდნენ ფეხბურთელები, რომლებიც იბრძოლებენ და გაიმარჯვებენ”. ”რეალის” მიერ ”რასინგის” განადგურება და ”ბარსას” გამარჯვება ნიშნავს, რომ ამ ორ გრანდს 1 ქულა აშორებს ერთმანეთისგან. კეიტა ამაზე არ ღელავს: ”ეხლა ჩვენ მათ ერთი ქულით ჩამოვრჩებით, მაგრამ მთავარია არა ეხლა, არამედ რა იქნება სეზონის ბოლოს. მათ მოწინააღმდეგე გაანადგურეს, ჩვენ 2 ბურთის სხვაობით მოვიგეთ, თუმცა ორივე გუნდმა 3 ქულა აიღო”.
სათასო მატჩი
შემდეგი მოწინააღმდეგე ”ბარსას” ელოდება სამეფო თასზე: ეს არის ”სეუტა”. კეიტა დაგვპირდა, რომ ”ბარსა” მომზადებულია როგორც საჭიროა: ”ეს მნიშვნელოვანი ტურნირია და ვგეგმავთ ის მოვიგოთ. მე ცოტა რამ ვიცი ”სეუტას” შესახებ, მაგრამ ხვალ ”ბოსი” ყველაფერს გვეტყვის. მნიშვნელოვანია როგორ განვეწყობით მატჩისთვის. უნდა მოვემზადოთ და მიზნად მოგება დავისახოთ. შემადგენლობაში ბევრი ახალგაზრდა იქნება, მაგრამ მათ დიდი გამოცდილება აქვთ. ფილიალი მზადაა ბევრი რამ მოგვცეს”.
ვერტმფრენი
სეუტაში გუნდი ვერტმფრენით მიემგზავრება, ამის შესახებ სეიდუმ განაცხადა: ”მე არ მიყვარს თვითმფრინავები და უფრო მეტად ვერტმფრენები, მაგრამ ამის გაკეთება მოგვიწევს”. მალელის სიტყვებმა ჟურნალისტებში სიცილი გამოიწვია.
ასი მატჩი
ოთხშაბათს კიეტამ ”ბარსას” მაისურით მე-100 მატჩი გამართა და ამით კმაყოფილი დარჩა: ”ორი წელი და ორი თვე შესანიშნავი დროა. ბედნიერი ვარ, რომ მივაღწიე ამ ნიშნულს. მოედანზე ბოლომდე ვიხარჯები და ვეხმარები თანაგუნდელებს. მე აქ ვარ, რათა ბევრი ვიმუშაო”.