workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” პარიზშია

“ბარსელონა” პარიზშია

“ბარსელონას” პირველი გუნდის ფეხბურთელები უკვე საფრანგეთის დედაქალაქში, პარიზში, იმყოფებიან, სადაც, ხვალ, 22 საათსა და 45 წუთზე, “პარი სენ ჟერმენს” შეხვდებიან. კატალონიური კლუბის 22-მა ფეხბურთელმა ჩაშვლისთანავე დედაქალაქის ერთ-ერთ სასტუმროში გადაინაცვლა. დღეს, 21:00 საათზე, მოთამაშეები “პარკ დე პრენსზე” ვარჯიშს გამართავენ.

გუნდთან ერთად გაემგზავრნენ: ვიცე პრეზიდენტები – ჟორდი კარდონერი, ჟორდი მესტრე; დირექტორები – ჟორდი მოიქსი, ჟოან ბლადე, ხავიერ ბორდასი, სილვიო ელიასი, დიდაკ ლიი, ხოსეპ რამონი და პაუ ვილანოვა. რაც შეეხებათ პრეზიდენტ ბართმეუსა და ვიცე-პრეზიდენტ ხავიერ ფაუსს, ისინი პარიზში ხვალ დილით ჩაფრინდებიან.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward