ლეგენდარული შოტლანდიელი სპეციალისტი სერ ალექს ფერგიუსონი ნეიმარზე საუბრობს. “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მწვრთნელის თქმით, ბრაზილიელს იმედები ჯერ არ გაუმართლებია.
“სიმართლე გითხრათ, მიუხედავად ნეიმარის დიდი პოპულარობისა, ნეიმარს ჯერ არ მოუხდენია იმ ნიჭის დემონსტრირება, რომელზეც საუბრობენ. ჩვენ, ჯერჯერობით, ეს არ გვინახავს. რა თქმა უნდა, ბევრი ადამიანი, რომელთანაც საუბარი მქონია, მას ძალიან აფასებს, მაგრამ თავის დროზე მე ანდერსონის უდიდეს შესაძლებლობებზეც ბევრს ვლაპარაკობდი.
იმედი ვიქონიოთ, რომ ნეიმარი მომდევნო ფეხბურთელი იქნება, რომლის შესაძბელობებსაც მესისა და რონალდუს შევადარებთ.”