გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ლუის ენრიკეს გუნდში ფიზიკურად ძლიერი თავდამსხმელი ჭირდება და კატალონიელები ფერნანდო ლიორენტეს შეძენას შეეცდებიან. ბასკი ფეხბურთელის ალტერნატივად კი ედინ ჯეკო სახელდება.
დღეს, კიდევ ორმა გვარმა გაიჟღერა. კატალონიური კლუბი ფლორენციის “ფიორენტინას” გერმანელ თავდამსხმელს, მარიო გომესსა და ინგლისური “საუთჰემპტონის” შემტევს, გრაციანო პელესაც აკვირდება.