როგორც მოგეხსენებათ, 23 ოქტომბერს “ბარსელონა” სარაგოსას ესტუმრება. ამ მატჩისთვის “ბარსას” თვრამეტი ფეხბურთელი ემზადება. 17 პირველი გუნდიდან, ხოლო ერთიც “ბარსა ბ”–დან. ჩავი და მილიტო არიან ის ფეხბურთელები, რომლებიც სარაგოსაში არ გაემგზავრებიან…
გუნდს დაუბრუნდა ვიქტორ ვალდესი, რომელსაც “ჩემპიონთა ლიგის” მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. მას კუჭის პრობლემები ქონდა. ვიქტორის დაბრუნება კი ნიშნავს იმას, რომ რუბენ მინიოს ბარსელონაში დარჩენა მოუწევს.
ტიაგო ალკანტარა “კოპენჰაგენის” წინაამღდეგ მატჩში გამოძახებული არ ყოფილა. როგორც მოგეხსენებათ, იგი “ვალენსიასთან” მატჩში სათადარიგოთა სკამზე იჯდა, ახლა კი გვარდიოლამ მისი სარაგოსაში წაყვანა გადაწყვიტა. გუნდს ვერ დაეხმარება ჩავი ერნანდესი, რომელსაც ტრავმა ბოლომდე ჯერ არ მოუშუშებია. ჩავი გეზს ოვიედოსკენ აიღებს. ესპანეთის ნაკრების 8 ფეხბურთელთან ერთად იგი ასტურიის პრინცის ჯილდოს მიღებს.
აქვე შემოგთავაზებთ იმ ფეხბურთელების სიას, რომლებიც პეპმა განაცხადში შეიყვანა: ვალდესი, პინტო, ალვეში, ადრიანო, აბიდალი, მაქსველი, პუიოლი, პიკე, ბუსკეტსი, მასკერანო, კეიტა, ინიესტა, ტიაგო, ხეფრენი, პედრო, მესიმ ბოიანი და ვილია.



