“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდა პოლ სქოულზი ინგლისური გუნდების სავალალო მდგომარეობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ “ბარსელონა”, ისევე როგორც “რეალი” და მიუნხენის “ბაიერნი”, წლევანდელ პრემიერ ლიგას დიდი სხვაობით მოიგებდნენ.
“ბოლო 2 კვირის განმავლობაში, ჩვენი მწვრთნელები და ფეხბურთელები, ჩემპიონთა ლიგაზე, მეორეხარისხოვნებად გამოიყურებოდნენ. “ბარსელონა”, “რეალი” და “ბაიერნი” პრემიერლიგაში რომ თამაშობდნენ, ისინი გათამაშებას 10-15 ქულის სხვაობით მოიგებდნენ.
მიმაჩნია, რომ ესპანურ გრანდებსა და “ბაიერნს” საუკეთესო შემადგენლობები ჰყავთ. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, “ბარსელონას” წინააღმდეგ თამაშის გზები არსებობს და “სიტიმ” გვიჩვენა, რომ მას ეს არ შეუძლია. “ქალაქელები” “კამპ ნოუზე” ისე გავიდნენ, თითქოს მათ წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, თუ როგორ თამაშობს “ბარსელონა”.