“ვილიარეალის” მთავარი მწვრთნელი მარსელინიო გარსია ტორალი აცხადებს, რომ მის შეგირდებს, ესპანეთის თასის ნახევარფინალის განმეორებით მატჩში, “ბარსელონასთვის” პრობლემების შექმნა შეუძლიათ.
გუშინ, “ვილიარეალმა” “სანტიაგო ბერნაბეუზე” ითმაშა და “რეალს” ქულები დააკარგვინა. 2 დღეში კი “ყვითელი წყალქვეშა ნავი” უკვე “ბარსელონას” დაუპირისპირდება.
“პრობლემების შექმნა არა მხოლოდ “რეალისთვის”, არამედ “ბარსელონასთვისაც” შეგვიძლია. “კამპ ნოუზე” გამართულ მატჩში ბურთი ძელს 3-ჯერ მოვარტყით და წავაგეთ. იმედი მაქვს, ჩვენი თამაში და იღბალი ფინალში გაგვიყვანს. ფეხბურთელები ამას იმსახურებენ.”
შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალის პირველი თამაში, რომელიც “კამპ ნოუზე” გაიმართა, “ბარსამ” 3:1 მოიგო.